- საქართველოს საბაჟოზე შიდა გადამოშავების პროცედურსი არწერა და პროცესი
- რა არის გადამუშავების ოპერაცია საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით?
- როდის გამოიყენება შიდა გადამოშავების ოპერაცია?
- შიდა გადამოშავები ოპერაციის ვადები და პროცედურების დასასრული
- როდის გამოიყება გარე გადამუშავება?
- შეჯმება
შიდა გადამუშავება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცედურაა და ერთ-ერთი საკითხია, რომელიც უნდა ვიცოდეთ, თუ კი საბაჟოსთან და საბაჟო პროცედურებთან გვაქვს საქმე. ასევე, ეს ინფორმაცია დაეხმარებათ ბიზნესის მფლობლებს და მეწარეებს, რომლებსაც საქონელი უცხო ქვეყნიდან საქართველოში შემოაქვთ.
დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ დეტალურად, თუ რას ნიშნავს შიდა გადამუშავების პროცედურა და გაიგებთ მასთან დაკავშირებულ ყველა დეტალს და რატომ გამოგადგებათ საბაჟო ბროკერის დახმარება.
საქართველოს საბაჟოზე შიდა გადამოშავების პროცედურსი არწერა და პროცესი
საქონლის გადამუშავება გულისხმობს საქონლის დამუშავებას, რაც ნიშნავს საქონლის მონტაჟს, აწყობას და სხვა საქონელზე მორგებას. საქონლის წარმოებას - მაგალითად, თუ შემოგვაქვს კონკრეტული საქონელი და აქედან გვინდა ვაწარმოოთ სხვა, ახალი საქონელი. საქონლის შეკეთება - გულისხმობს საქონლის აღდგენას და მუშა მდგომარეობაში მოყვანას. ხოლო საბოლოოდ, გარკვეულ შემთხვევაში საქონლის განადგურებას.
საქონლის გადამუშავების ოპერაცია დაკავშირებულია იმ ბიზნესის ხელშეწყობასთან რომელიც ახორციელებს საქონლის წარმოებას, ან მომსახურებას. თვითონ ეს პროცედურა ძალიან ხშირად გამოიყენება, რადგან საქართველოში გვაქვს ისეთი მიმართულებები რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარებისთვის, ეს შეიძლება იყოს ალკოჰოლის წარმოება, სამკერვალოები, შეკვეთები და ასე შემდეგ, ყველაფერი ის რაც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.
რა არის გადამუშავების ოპერაცია საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით?
ბიზნესის მფლობელებისა და მეწარმეების ინტერესების დაცვით, რაც დაკავშირებულია ეკონომურ ინტერესებთანაც, საბაჟო ორგანოს თანხმობით გადამუშავებაში მოქცეული საქონელი შესაძლებელია მოექცეს საბაჟო საწყობში, რა თქმა უნდა, საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული ნორმების დაცვით. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესმა უარყოფითად არ იმოქმედოს საბაჟო ზედამხედველობის განხორციელებაზე. ასეთ შემთვევაში საქონელი არ განიხილება საბაჟო პროცედურაში მოქცეულად.
როდის გამოიყენება შიდა გადამოშავების ოპერაცია?
როგორც ვახსენებთ, შიდა გადამუშავების პროცედურის დროს თანხის გადახდა არ ხდება. ამის სანაცვლოდ მომხმარებელს ეძლევა გარანტია - რომ მისი საქონელი/ნედლეული დაზღვეული იქნება დაზიანებისგან.გარანტიასტან დაკავშირებით არსებობს გამონაკლისები,რაც კანონმდებლობით არის განსაზღვრული. ეს არის ფინანსთა მინისტრის 257-ე ბრძანება, რომელიც უფლებამოსილებას აძლევს მინისტრს, რომ გარკვეულ საქონელს არ მიანიჭოს გარანტია.
შიდა გადამუშავების პროცედურის გამოყენებით, შესაძლებელია უცხოური საქონლის მიმართ გამოყენებულ იქნეს გადამუშავების ერთი ან მეტი ოპერაცია, რაც არ იწვევს,იმპორტის გადასახდელის ვალდებულების წარმოშობას და დამცავი ღონისძიების გამოყენებას, თუ არ არის ამ საქონლის საბაჟოზე შემოტანა და გატანა.
შიდა გადამუშავების პროცედურის გამოყენებისთვის აუცილებელი პირობაა, რომ საქონელი არ იყოს ეკონომიკურად მომგებიანი.
შიდა გადამუშავების პროცედურაში საქონლის დეკლარირება ხორციელდება დეკლარაციის წარდგენით და ასევე, დასაბუთებული უნდა იყოს თუ ვინ ახოციელებს საქონლის გადამუშავებას, საქონლის რაოდენობა და აღწერილობის დეტალები, გადამუშავების ვადების და საშუალებების ცოდნა,გაანგარიშების მეთოდების შესახებ ინფორმაციის ცოდნა.
შიდა გადამოშავები ოპერაციის ვადები და პროცედურების დასასრული
შიდა გადამუშავების პროცედურის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს. ვადა შეიძლება გაგრძელდეს დეკლარანტის მოტივირებული განაცხადის საფუძველზე.
გადამუშავების ვადის გასვლის შემდეგ, საქონელის დეკლარაციაში თავიდან შედის ცვლილება და მიენიჭება ახალი ვადა.
შიდა გადამუშავების პროცედურაში ეკვივალენტური საქონლის გამოყენება
რა არის ეკვივალენტური საქონელი?
საქართველოს საქონელი, რომელიც საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული შემოსატანი საქონლის ნაცვლად გამოიყენება გადამუშავების პროდუქტის მისაღებად.
პირის განცხადების საფუძველზე, საბაჟო ორგანომ შესაძლოა გასცეს თანხმობა და რომ ეკვივალენტური საქონელი შიდა გადამუშავების პროცედურაში მოექცეს.
ეკვივალენტური საქონლის გამოყენება დაუშვებელია თუ კი პროცედურაში გამოიყენება მხოლოდ საქონლის გაუმჯობესებისთვის აუცილებელი ქმედებები ან საქონლის გაყიდვისთვის მოსამზადებელი ქმედებები.
თუ დადგინდა, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვბულ საქონელს აქვს დეფექტი ან მისი გარეგნობა ან რაოდენობა არ ემთხვევა გარიგების პირობებს, ის უბრუნდება მომწოდებენს ან მითითებულ სხვა პირს, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე საბაჟო ოგანო აძლევს პირს უფლებას საქონელიმოაქციოს შიდა გადამუშავების (მათ შორის განადგურების მიზნით) პროცედურაში.
შიდა გადამუშავების პროცედურა დასრულდება, თუ ამ პროცედურაში მოქცეული საქონელი ან პროდუქტი ექცევა სხვა საბაჟო პროცედურაში, გატანილია საქართველოს ტერიტორიიდან, განადგურდება ნარჩენების გარეშე. გადაცემულია სახელმწიფოსთვის.
როდის გამოიყება გარე გადამუშავება?
გარე გადამუშავების პროცედურის გამოყენების დროს შეიძლება განხორციელდეს ერთი ან მეტი ოპერაცია.
გადამუშავებული პროდუქტი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას შეიძლება სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლებით თავისუფალ მიმოქცევაში მოაქციოს.
საქონლის იდენტიფიკაციისთვის გამოიყენება :
- საქონლის შტამპით ან ციფრული ან სხვაგვარი მარკირებით მონიშვნა;
- საქონლის დაწვრილებითი აღწერა, ფოტოგადაღება ან მასშტაბურად გამოსახვა; საქონლის სინჯის ან/და ნიმუშის გამოკვლევა ან ანალიზი მისი შედეგების შემდგომ შედარების მიზნით;
- საქონელზე მწარმოებლის მიერ გამოსახული სერიული ნომრების ან სხვაგვარი მარკირება;
- დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავების ოპერაციების განხორციელება;
- იდენტიფიკაციის სხვა საშუალებები, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას ითვალისწინებს
დეკლარანტმა წარადგინოს დასაბუთებული მონაცემები:
- იმ პირის შესახებ, რომელიც უშუალოდ ახორციელებს საქონლის გადამუშავების ოპერაციას;
- გარე გადამუშავების პროცედურაში მოსაქცევი საქონლის, გადამუშავებული პროდუქტის, ნაშთისა და ნარჩენის აღწერილობის, ხარისხისა და რაოდენობის შესახებ;
- გადამუშავების ოპერაციების, მათი განხორციელების ვადებისა და საშუალებების შესახებ;
- გადამუშავებულ პროდუქტში გადაუმუშავებელი საქონლის იდენტიფიკაციის საშუალების შესახებ;
გარე გადამუშავების პროცედურის დასრულების ვადას, არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს. თუმცა, შეიძლება გაგრძელდეს დეკლარანტის მოთხოვნების საფუძველზე.
შეჯმება
იმ პასუხისმგებლობების გააზრება, რაც საბაჟო ბროკერის საქმნიანობასთან არის დაკავშირებული ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს თუ ამ სფეროში დამწყები ხართ და პირველ ნაბიჯებს ითვლით.
GeorgiaCB-ის გამოცდილი გუნდი მზად არის დახმარება გაგიწიოთ ყველა საკითხში, რაც საჭიროა საქმის დროული და ხარისხიანი გაკეთებისთვის.