რა არის პროდუქტის სერტიფიცირება? - ეს არის პოდუქტის შესაბამისობის დადასტურების პროცესი შიდა და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებთან, რომელიც გათვალისწინებულია სამართლებრივი აქტებით. ამ მოთხოვნების შესრულება არის სავალდებულო ყველა მწარმოებლისვის და გამყიდველისთვის. (კითხვებისთვის დაუკავირდით ჩვენს საბაჟო ბროკერს)
სერტიფიკაცია ხელს უწყობს:
- წარმოების ტექნიკური პროცესის ამაღლებას.
- ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტციის გაუმჯობესებას.
სერტიფიკაცია ხარისხის მნიშვნელოვან მექანიზმად მიიჩნევა. იგი უზრუნველყოფს რომ პროდუქტი ობიექტურად იქნეს შეფასებული და ადასტურებს პროდუქტის უსაფრთხოებას.
არსებობს ნებაყოფლობითი და სავალდებულო სერტიფიკაციის ტიპები. სავალდებულო სერტიფიცირება ვრცელდება ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც დაკავშირებულია გარემოს, სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთოებასთან.
სავალდებულო სერტიფიკაციის ობიექტია: (პროდუქცია)
ვეტერინარული ბიოლოგიური პრეარატები, სამედიცინო ტექნიკა, სოფლიოს მეურნეობის საქონელი და კვების პროდუქცია, ელექტროტექნიკური, ელექტრონული და ხელსაწყოთმშენებლობის მრეწველობის საქონელი.
სავალდებულო სერტიფიკაციის ობიექტია: (მომსახურეობა)
საზოგადოებრივი კვება, ვაჭრობა, ტურისტული და საექსკურსიო, კავშირგაბმულობა, საყოფაცხოვრებო, სამგზავრო ტრასპორტი.
ნებაყოფლობითი სერტიფიკაციის ობიექტები:
საწარმოო-ტექნიკური დანიშნულების, სოციალურ-საყოფაცხოვრებო დანიშნულების, მატერიალური, არამატერიალური, ისო 9000 სერიის სტანდარტების მიხედვით საწამოს ხარისხის სისტემა, ისო 14001 მოდელის მიხედვით ეკოლოგიური მართვის სისტემები.