- ექპსორტის პროცედურის აღწერა და განამრტება
- ვის მიერ ხორციელდება საქონლის ექსპორტის პროცედურაში მოქცევა?
- რა ვალდებულებები წარმოიშობა საქონლის ექსპორტის პროცედურაში მოქცევისას ?
- რა ფორმალობები ხორციელდება საქონლის ექსპორტის პროცედურაში მოქცევისას?
- ექსპორტის პროცედურაში მოქცეულ საქონელის მიმართ რის განხორციელებაა ნებადართული?
- როგორ და რა ვადაში სრულდება ექსპორტის საბაჟო პროცედურა
საბაჟო პროცედურების განხილვისას, შეუძლებელია გვერდი ავუაროთ იმ მნიშვნელოვან პროცესს, რომელსაც ექსპორტი ქვია.
ექსპორტის პროცედურა, სიტყვა-სიტყვით რომ განვმატოთ, ნიშნავს, ერთ ქვეყანაში წარმოებული საქონლის სხვა ქვეყანაში გატანა და გაყიდვას.
სტატიაში ვრცლად იხილავთ ყველა შესაძლო კითხვაზე პასუხს, რომელიც ექსპორტის საკითხს უკავშირდება და გაიგებთ, თუ კონკრეტულად რა ფუნქცია აქვთ ჩვენს საბაჟო ბროკერებს ამ პროცესში.
ექსპორტის პროცედურის აღწერა და განამრტება
ექსპორტის პროცედურა საშუალებას იძლევა საქართველოში წარმოებული და დამზადებული საქონელი გატანილი იქნას საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან, ასევე, გატანილი იქნას თავისუფალ ზონაში.
ექსპორტის პროცედურაში ექცევა ყველა საქონელი, რომელიც ტოვებს საქართველოს ტერიტორიას, თუმცა არსებობს გამონაკლისები, ესენია: გარე გადამუშავებაში მოქცეული საქონელი, ასევე, საქონელი რომელიც მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაშია და საავიაციო რეისებისა და საერთაშორისო საზღვაო რესიების განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებული საქონლი.
აუცილებელი პირობაა, რომ ექსპორტის პროცედურაში მოქცეული საქონელი ტერიტორიიდან გატანისას იყოს ისეთივე მდგომარეობაში, როგორიც საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს( თუ, რა თქმა უნდა, საქონელის ცვლილება ბუნებრივი ცვეთით არ არის გამოწვეული).
ვის მიერ ხორციელდება საქართველოში საქონლის ექსპორტის პროცედურაში მოქცევა?
საქონლის ექსპორტის პროცედურაში მოქცევა ხორციელდება სხვადასხვა შემთხვევებში, სხვადასხვა სტატუსის მქონე პირების მიერ, როგორიცაა იურიდიული ან ფიზიკური პირი.
საბაჟო გამშვებ პუნქტში შესაძლოა განხორციელდეს როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი დეკლარაცია.
ფიზიკური პირის შემთხვევაში, დეკლარირება და პროცედურაში მოქცევა ხორციელდება 15000 ლარზე მეტი საქონლის ტერიტორიიდან გატანისას.
ხოლო, იუირიდული პირის შემთხვევაში, ფორმა 4-ის ან საფოსტო გზავნილების დეკლარაციის წარდგენით.
რა ვალდებულებები წარმოიშობა საქონლის ექსპორტის პროცედურაში მოქცევისას ?
საბაჟო პროცედურების სხვადასხვა სახის ვალდებულებები წარმოიშობა, რომლებსაც თავისი წესები აქვს და ამ წესების დაცვა აუცილებელია, რათა წარმატებით ჩაიაროს საბაჟო პროცედურებმა და თავიდან იქნას აცილებული სხვადასხვა სახის დარღვევები.
საქონლის ექსპორტის პროცედურაში წარმოიქმნება შემდეგი ვალდებულებები:
- საქონლის წარდგენა საბაჟო გამშვებ პუნქტზე
- საქონლის ზოგადი დეკლარირება
- საბაჟო ზედამხედველობა
საბაჟო ორგანო ვალდეუბული და უფლებამოსილია კონტროლი დააწესოს ნებისმიერი ფორმით, ეს მოიცავს, დოკუმენტების და მონაცემების ნებისმიერი სახით შემოწმებას, გამოკითხვას, რომელიც შეიძლება იყოს როგორც წერილიბით, ისე ზეპირი ან აუდიო ჩანაწერი, ტერიტორიების, საქონლის ან სატრასპორტო საშუალების დათვალიერება, ლაბორატორიული კვლევის მიზნით სინჯის აღება, ფიზიკური პირის დათვალიერება და საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების ფარგლებში.
რა ფორმალობები ხორციელდება საქონლის ექსპორტის პროცედურაში მოქცევისას?
პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ყველა საბაჟო ფორმალობა ხორციელდება ქართულ ენაზე. თუმცა, უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტის ასლი სახელმწიფო ენაზე.
ექსპორტის პროცედურაში მოქცეულ საქონელის მიმართ რისი განხორციელებაა ნებადართული?
დეკლარანტის სურვილისამებრ, საქართველოდან გასატან საქონელზე ხორციელდება სხვადასხა საბაჟო კონტროლის დაწესება, რომელიც შეიძლება იყოს, გაფორმება საბაჟო პუქტში ან საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენისას.
ამასთან, დეკლარანტი ვალდებულია დეკლარაციის წარდგენამდე განახორციელოს საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაცემები ასახოს დეკლარაციაში, ხოლო მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე ასახოს შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე, გადამხდელის პირადი გვერდის მეშვეობით.
ნებადართულია, რომ დეკლარანტის სურვილით განხორციელდეს ეკონომიკურ ზონაში საქონლის წარდგენა. გაფორმების ეკონომიკური ზონა, კი ახდენს იმ საქონლის იდენტიფიკაციას, რომელიც მის ტერიტორიაზეა წარდგენილი.
როგორ და რა ვადაში სრულდება ექსპორტის საბაჟო პროცედურა
მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ თუ რა ვადებში უნდა ხდებოდეს ექსპორტთან დაკავშირებული პროცესები, რომლებსაც დეტალურად გაგაცნობთ.
საქონელზე, რომელზეც წარდგენილია საბაჟო დეკლარაცია, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი უნდა იქნეს 120 დღის ვადაში.
დარღვევის შემთხვევაში, დეკლარანტი ვალდებულია, საბაჟო ორგანოს 5 დღის ვადაში წარუდგინოს შუამდგომლობა ბათილად ცნობის შესახებ და დადგენილი ვადა გაახანგძლივოს 10 დღით.
ექსპორტში დეკლარირებული საქონლის მიტანის ვადები:
საბაჟო დეკლარაციის წარდგენით ექსპორტში დეკლარირებული საქონლის პუნქტში მიტანის ვადაა - 10 კალენდარული დღე.დროებით შენახვის ადგილზე მიტანის ვადაა - 45 კალენდარული დღე.
ექსპორტის პროცედურა დასრულდება მაშინ, როდესაც საქონელი გატანილი იქნება ქვეყნის საბაჟო ტერიტორიიდან ზუსტად იმ მდგომარეობაში, როგორშიც ის იყო თავიდა, რეგისტრაციის დღეს. (თუმცა, გარდა იმ ცვლილებისა, რომელიც ტრანსპორტირებისას ან გადაადგილებისას არის გამოწვეული, რაც ბუნებრივი სიტუაციაა).
შეჯამება
ექსპორტს დიდი დატვირთვა აქვს როგორც სახელმწიფოს ეკონომიკის, ასევე კერძო ბიზნესის განვითარებისთვის. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, რომ თითოეული დეტალი გათვალისწინებული იქნას, როდესაც ექსპორტის პროცედურას ვეხებით, რათა თავიდან იქნას აცილებული სხვადასხვა შედეგები, რომელმაც შესაძლებელია ზიანი მოუტანოს როგორც ბიზნესს, ასევე ქვეყნის ეკონომიკას.