სტატიის გაზიარება

სტატიაში იხილავთ: 

  1. როგორ არის შესაძლებელი ფიტოსანიტარული სერტიფიკატის მიღება
  2. რას მოიცავს ფიტოსანიტარული პროცედურა
  3. ფიტოსანიტარული შემოწმების საფასური

 

ფიტოსანიტარული სერტიფიკატი - ეს არის დოკუმენტი რომელიც განკუთვნილია ქვეყანაში მავნე პროდუქციის შემოტანის ან მავნე მცენარეული პროდუქტების შემოჭრის წინააღმდეგ. ფიტოსანიტარული სერტიფიკატი მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამ გზით ხდება ქვეყნაში ხარისხიანი პროდუქციისა და საკვების შემოტანა. (კითხვებისთვის დაუკავირდით ჩვენს საბაჟო ბროკერს)

 

ფიტოსანიტარულ სერტიფიკატს გასცემს - სურსათის ეროვნული სააგენტო და შემოსავლების სამსახური ( გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სერთიფიკატის გაცემისთვის აუცილებელია ნიმუშების აღება ან ანალიზი)

 

როგორ არის შესაძლებელი ფიტოსანიტარული სერტიფიკატის მიღება

ფიტოსანიტარულ სერტიფიკატის ასაღებად, შესაძლებელია ელექტრონული განცხადების გაკეთება. ფიზიკურ ან იურიდიულ პირი ავსებს ფიტოსანიტარული სერტიფიკატის მოთხოვნის დოკუმენტს, სადაც აღნიშნული იქნება რომ პირს სურს თავის პროდუქციას ჩაუტაროს ფიტოსანიტარული შემოწმება და ასევე, ამ დოკუმენტს უნდა დაურთოს: იურიდიული პირის შემთხვევაში - ამონაწერი მეწარმეთა რეესტრიდან, ხოლო ფიზიკური პირის შემთხევვაში - პირადობის მოწმობის ასლი. 

 

რეექსპორტის ფიტოსანიტარული სერტიფიკატი გაიცემა:

  1. თუ ტვირთი უკვე იმპორტირებულია ქვეყანაში და ხორციელდება მისი ექსპორტი სხვა ქვეყნაში.
  2. აუცილებელია, რომ უფლებამოსილი პირი დარწმუნებული იყოს იმპორტიორ ქვეყნანაში ყველა ფიტოსანიტარული რეგულაცია დაცულია.
  3. ტვირთი არის დასაწყობებული, დანაწევრებული და მოხდა მისი შერევა სხვა პროდუქტებთან.

ტრანზიტული ტვირთის შემთხევაში თუ არ მოხდა ტვირთის მვნე ორგანიზმბით კონტამინაცია, მაშინ ფიტოსანიტარული სერტიფიტაკი არ გაიცემა. 

 

რას მოიცავს ფიტოსანიტარული პროცედურა

ფიტოსანტარულ პროცედურას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ვინაიდან ეს პროცესი ხელს უშლის ქვეყანაში მავნე პროდუქტის, მავნე ნივთების და საკვების შემოტანას. პროცესს, რა თქმა უნდა, თან ახლავს ფორმალური პროცედურები, ესეი პროცედურაა, მაგალითად საქონლის დოკუმენტების შემოწმება, ინფორმაციის მოძიება საქონლის დამზადების შესახებ, ვიზუალური დათვალიერება, ეჭვის არსებობის შემთხვევაში ნიმუშების აღება და ლაბორატორიული შემოწმება, ხოლო ნიმუშის აღების შემდეგ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში მოხდება სერტიფიკატის გაცემა. 

 

ფიტოსანიტარული შემოწმება ტარდება იქ,სადაც მდებარეობს ტვირთი.

 

ფიტოსანიტარული შემოწმების საფასური 

ექსპორტის ან რეექსპორტის დროს ფიტოსანიტარული სერტიფიცირების (ფიზიკური შემოწმების გარეშე) საფასური შეადგენს 25 ლარს (5 სამუშაო დღეში), ხოლო თუ შემოწმება შაბათ-კვირას ან უქმე დღეს მოხდა, 100 ლარს

 

ფიტოსანიტარული სერტიფიცირება ტვირთის ინსპექტირებით - 5 სამუშაო დღეშო - 85 ლარი, უქმე დღეებში - 200 ლარი

 

საფოსტო გზავნილის, ხელბარგის ან მგზავრის ბარგის სერტიფიცირება - 5 სამუშაო დღე - 30 ლარი, უქმე დღეებში - 100 ლარი.

 

შეჯამება 

ფიტოსანიტარული სერტიფიკატი, როგორც უკვე ვახსენეთ, მნიშვნელოვანი პროცესია და ხელს უწყობს ქვეყანაში ჯანმრთელი, ხარისხიანი პროდუქტის, ნაწარმის, საკვები პროდუქციის შემოტანას. 

 

აუცილებელია, რომ ნახენები პროცედურა კარგად გქონდეთ გაანალიზებული და ყველა ნაბიჯი შესწავლილი, რადგან არ მოხდეს რაიმე სახის გაუგებრობა რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს როგორც თქვენს საქმიანობას, ასევე სახელმწიფოს უსაფრთხოებას. 

 

დაგვიკავშირდით