სტატიის გაზიარება

1)რა არის ტვირთი?

2)ტვირთის სახეები 

 

რა არის ტვირთი?

ტვირთი არის ნებისმიერი სახის ისეთი საქონელი, რომლის გადაზიდვაც ხდება შესაბამისი ტრანსპორტით, ერთი ლოკაციიდან მეორეზე. არსებობს ტვირთის სხვადასხვა სახეები, რომლის შესახებად მეტ დეტალს დღევანდელ სტატიაში წაიკითხავთ.

 

ტვირთის სახეები

ლოგიკურია, თუ საბაჟო/საბროკერო საქმიანობას ეწევით, აუცილებელია იცოდეთ თუ როგორი სახის ტვირთები არსებობს, რა სახის ტვირთის გადაზიდვა ან მიღებაა აკრძალული და რატომ არის აუცილებელი ამ ყოველივეს ცოდნა?

არსებობს რამოდენიმე ტიპის ტვირთი, და პირველად დავიწყებ საუბარს სახიფათო ტვირთზე. 

ტვირთი საშიშროების მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობით  9 კლასად არის დაყოფილი, რომელთაც აუცილებელია, რომ დიდი ყურდღება დაუთმოთ.

  1. ფეთქებადი ნივთიერებები და ნაკეთობები
  2. აირები 
  3. ადვილად აალებადი სითხეები 
  4. მჟანგავი ნივთიერებები
  5. ორგანული პეროქსიდები 
  6. ტოქსიკური ნივთიერებები 
  7. რადიოაქტიური მასალები 
  8. კოროზიული ნივთიერებები
  9. სხვა სახიფათო ნივთიერებები და ნაკეთობები 

 

ჩამონათვალში განსაკუთრებით დიდი ყურადღება ექცევა პირველ და მეშვიდე კლასს. 

 

სახიფათო ტვირტის საერთაშორისო გადაზიდვა.

 

სახიფათო ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვისას, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი პირი ამოწმებს დოკუმენტების შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობითა და გაერთიანებული ერების ორგანიაზიის წესებისა და მოთხოვნების შესაბამისად. 

 

განსაკუთრებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მარშუტი შეთანხმებულია საქართელოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტთან, ასევე, თუ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან მიწოდებულია ტვირთის გადაზიდვის ზუსტი თარიღი და თუ გადაზიდვა მიმდინარეობს შსს-ს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანხლებით. 

 

სიაში შემდეგია მალფუჭებადი ტვირთი, რომლის გადასატანად გამოიყენება სხვადასხვა ტრანსპორტირების სახე, ესენია იზოთერმული, მაცივარი ან საყინულე. ასეთი ტვირთის ბუნებიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს ფიზიკურ და ქიმიურ თავისებურებებს, აუცილებელია იყოს დაცული ტემპერატურის რეჟიმები.

 

ცხოველების გადაზიდვა - დაუშვებელია, რომ ცხოველის გადაზიდვის დროს, მასთან ერთად სხვა რაიმე სახის ტვირთი ინახებოდეს, რომელსაც შეუძლია ცხოველის დაზიანება. 

საყარი ან თხევადი ტვირთი - ასეთი სახის ტვირთის გადაზიდვა ხდება ავტომობილ-ცისტერნებით.

ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაზიდვა - ავტომობილის საერთაშორისო გადაზიდვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ სამთავრობათაშორისო შეთახმებების საფუძველზე. 

დაგვიკავშირდით