სტატიის გაზიარება
  1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბაჟო პროცედურების სია
  2. რა სახის საბაჟო პროცედურები არსებობს საქართველოში?

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბაჟო პროცედურების სია

საქართველოში არსებობს საბაჟო პროცედურების სხვადასხვა ეტაპები, რომელსაც აუცილებლად გადის თითოეული საქონელი. 

დღევანდელ სტატიაში, გაგაცნობთ თითოეულ ამ საბაჟო პროცედურას და მათ აღწერილობას, რომლის ცოდნაც გადამწყვეტია საბაჟო პროცედურების წარმატებით განხორციელებისთვის.

 

საქონლის ტრანზიტის პროცედურა 

რა არის ტრანზიტი? - ეს პროცედურა საშუალებას გვაძლევს ჩვენი საქონელი გადავაადგილოთ საქართველოს ტერიტორიაზე, ორ პუნტქს შორის. რაც ყველაზე მთავარია, ტრანზიტი არ იწვევს - იმპორტის გადასახადის ვალდებულების წარმოშობას და დამცავი ღონისძიებების გამოყენებას.

 

ის საქონელი, რომელიც გადაიზიდება ტრანზიტის შედედაგ, აუცილებელია რომ იყოს უცვლელ მდგომარეობაში, თუ, რა თქმა უნდა, აღნიშნული ცვლილება სხვადასხვა ბუნებრივი პირობებით არ არის გამოწვეული (მაგალითად, გაცვეთა)

 

ტრანზიტის შედეგად შესაძლებელია, რომ საქონელი უცხო ქვეყნებს შორისაც გადაადგილდეს,  გამგზავნი საბაჟო პუნქტიდან, დანიშნულების საბაჟო პუნქტამდე. 

 

საბაჟო საწყობი

საბაჟო საწყობი საშუალებას იძლევა უცხოური საქონელი დასაწყობდდეს საბაჟო საწყობში ან საბაჟო ორგანოს საწყობში. დასაწყობება მნიშვნელოვანი პროცესია, პირველ რიგში, იმიტომ, რომ არ წარმოშობს იმპორტის გადასახადს და დამცავი ღონისძიებების გამოყენებას.

აღსანიშნავია, რომ საბაჟო საწყობში ისეთი საქონელი, რომელიც დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად დაზიანდა, იგივე წესით ექცევა საბაჟო პროცედურაში, როგორც ჩვეულებრივად არსებული საქონელი. აქვე გეტყვით, რომ საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონელის შენახვის ვადა 2 წელს არ უნდა აღემატებოდეს, თუმცა, დეკლარანტს შეუძლია გააგრძელოს ეს ვადა შეუზღუდავი რაოდენობით, მაგრამ აუცილებელია, რომ არ აღემატებოს 2 წელს. 

 

თავისუფალი ზონა

თავისუფალი ზონა არის  საქართველოს ტერიტორიაზე გამოყოფილი სპეციალური ადგილი, რომლის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს მთავრობა დაინტერესებული პირის განცხადების ან გარანტიის წარდგენის შემთხვევაში.

თავისუფალი ზონა უნდა იყოს შესაბამისი ზღუდით შემოსაზღვრული და აუცილებლად უნდა იყოს მონიშნული შესასვლელი და გასასვლელი ადგილები. ასევე, თუ ხდება შენობა-ნაგებობის ან რაიმე სახის კონსტრუქციის მშენებლობა, ეს აუცილებლად უნდა იყოს შეთანხმებული საბაჟო ორგანოსთან. 

 

ის, თუ რა სახის საქონელის შენახვა შეგვიძლია თავისუფალ ზონაში, საბაჟო კონტროლის წესები, თავისუფალი ფუნქციონირება, ყველაფერი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 

 

დროებით შემოტანა

დროებითი შემოტანის განმარტება, თავად ამ სიტყვაში შეგვიძლია ვეძებოთ, თუმცა, მარტივად რომ გითხრათ, დროებითი შემოტანა გულისხმობს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანას იმ პირობით, რომ ის უკან იქნება გატანილი. ამ დროს, საქონლის შემომტანი თავისუფლდება იმპორტის გადასახადისგან სრულიად ან ნაწილობრივ (თუმცა არ თავისუფლდება საბაჟო მოსაკრებელის გადასახადისგან). 

დროებითი შემოტანის ძირითადი მიზანია, რომ ხელი შეეწყოს საქართველოს ურთიერთობას სხვა ქვეყნებთან როგორც ეკონომიკურად, ისე სხვა მიმართულებით. 

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ დროებითი შენახვის პროცედურაში არ მოექცევა ის საქონელი, რომლის შემოტანაც საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია.

 

მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენება

 

მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში საქონელი, თავისი გამოყენების წესის გათვალისწინებით, შესაძლოა იქნას გაშვებული თავისუფალ მიმოქცევაში და რაც ყველაზე მთავარია, იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობით. 

მიზნობრივი დანიშნულების პროცედურაში ხვდება - ფარმაცევტული საქონელი, სამკურნალო-სამედიცინო მიზნებისთვის განკუთვნილი საქონელი. 

მიზნობრივ დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში საქონლის დეკლარირება შესაძლებელია განხორციელდეს საქონლის საბაჟო დეკლარაციით, ავოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით და ფორმა 4-ით.

 

შიდა გადამუშავება

 

შიდა გადამუშავების ოპერაცია გვაძლევს საშუალებას, საქონლის მიმართ გამოყენებული იქნას ერთი ან მეტი ოპერაცია, როგორიცაა, მაგალითად, დამუშავება, აწყობა, სხვა საქონელზე მორგება, წარმოება, შეკეთება და განადგურება. 

 

შიდა გადამუშავების პროცედურის გამოყენება არ იწევს, იმპორტის გადასახადის ვალდებულების წარმოშობას და დამცავი ღონისძიებების გამოყენებას.

 

აქვე გეტყვით, რომ როდესაც საქონელი ექცევა შიდა გადამუშავების პროცედურაში, ის კარგავს საქართველოს საქონლის სტატუსს და იძენს უცხოური საქონლის სტატუსს. ასევე, ამ პროცედურის გამოყენებისთვის აუცილებელია პროდუქტი არ იყოს ეკონომიკურად მომგებიანი. 

 

შიდა გადამუშავების დასრულების ვადა, არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს, თუმცა, შესაძლოა იქნას გახანგძლივებული. 

 

გარე გადამუშავება

ისევე როგორც შიდა გადამუშავების დროს, გარე გადამუშავების შემთხვევაშიც ხდება საქონლის დამუშავება რამოდენიმე ოპერაციით, თუმცა საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ. 

 

შესაძლებელია, რომ რომ გადამუშავებული პროდუქტი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ნაწილობრივ ან სრულიად გათავისუფლდეს იმპორტის გადასახადისგან. 

 

ექსპორტი

ექსპორტის პროცედურა საშუალებას იძლევა საქონელიი გატანილი იქნას საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან (მათ შორის, დროებითი დაბრუნების პირობით), რა დროსაც ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებები ხორციელდება.

 

ყველა საქონელი, რომელიც ტოვებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიას, ექცევა ექსპორტის პროცედურაში, თუმცა, არსებობს გამონაკლისები, ესენია:

  1. გარე გადამუშავებაში მოქცეული საქონელი
  2. საქონელი, რომელიც გატანამდე მოქცეული იყო მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში.

რეექსპორტი

რეექსპორტი შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგ შემთხვევებში, ესენია: როდესაც საქონელი საქონლის შემოტანის დროს პირი გამშვებ პუნქტშივე ახორციელებს საქონლის დეკლარირებას რეექსპორტში, ან აცხადებს, რომ მას აქვს რეექსპორტის გამოყენების განზრახვა  და ამ მიზნით დროებითი შესანხვის ადგილზე ათავსებს საქონელს. 

 

თუ დადგინდა, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გასულ საქონელს აქვს რაიმე დეფექტი ან შეფუთვა და აღწერილობა არ ემთხვევა გარიგების პირობებს და ამ მიზეზით ის თავდაპირველ მომწოდებელს უბრუნდება, ასეთი საქონელი დაექვემდებარება რეექსპორტს (რეექსპორტის დეკლარაციის წარდგენით დეკლარირებული საქონლს გაფორმების მომსახურების საფასური შეადგენს 50 ლარს). 

 

შეჯამება 

სტატიაში შემოგთავაზეთ საბაჟო პროცედურების არც თუ ისე, თუმცა მაინც შემოკლებული აღწერილობა, თუმცა, მეტი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ იხილოთ სხვა ბლოგები, სადაც უფრო დაწვრილებით გაეცნობით იმ დეტალებს, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებით. 

 

 

ასევე ნახეთ: პირდაპირი კამერები საქართველოში

დაგვიკავშირდით