სტატიის გაზიარება
  1. ვალდებულებები და ფორმალოობები საქონლის მიზონბრივი დანიშნილების პროცედურის გამოყენების დროს.
  2. რა არის საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურა და რომელი საქონელი ექცევა მასში?
  3. როგორ სრულდება საქონლის დროებით შემოტანის პროცედურა

მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში საქონელი, მისი სპეციალური გამოყენების გათვალისწინებით, შეიძლება გაშვებულ იქნეს თავისუფალ მიმოქცევაში იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობით.(კითხვებისთვის დაუკავირდით ჩვენს საბაჟო ბროკერს)

 

ვალდებულებები და ფორმალოობები საქონლის მიზონბრივი დანიშნილების პროცედურის გამოყენების დროს.

 

პროცედურის მფლობელი ვალდებულია:

 

  1. მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში მოქცეული საქონელი გამოიყენოს იმპორტის გადასახდელისაგან გათავისუფლების გამოყენებისთვის განსაზღვრული მიზნით.
  2. მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში საქონლის დეკლარირება შესაძლებელია განხორციელდეს
  3. საქონლის საბაჟო დეკლარაციით
  4. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით.
  5. საბაჟო დეკლარაცია ფორმა 4-ით.

თუ მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონელი გასხვისდა იმ პირზე, რომელიც მას იყენებს იმ მიზნობრივი დანიშნულებით, რომლისთვისაც საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას იმპორტის გადასახდელზე შეღავათები იქნებოდა გამოყენებული, ამ საქონელზე ისევ გავრცელდება აღნიშნული შეღავათები და იგი ახალი მიზნობრივი დანიშნულებით დარჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ. 

 

რა არის საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურა და რომელი საქონელი ექცევა მასში?

როგორც უკვე ვახსენეთ, თუ საქონელს გააჩნია მიზნობრივი გამოყენება, მაშინ ის არ იხდის იმპორტის გადასახადებს. მიზნობრივი დანიშნულების პროცედურაში ხვდება - ფარმაცევტული საქონელი, სამკურნალო-სამედიცინო მიზნებისთვის განკუთვნილი საქონელი, ასევე, უფრო ვრცლად:

  1. განძეილობა ან სახელმწიფო საკუთრებაში მოქცეული უძრავი ნივთი
  2. ეროვნული ბანკისთვის გადასაცემი ოქროს იმპორტი
  3. ნივთები, რომელიც განკუთვნილია ნავთობისა და გაზის ძებნა-მოპოვების სამუშაოებში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის.
  4. სამკურნალო/ფარმაცევტული მიზნებისთვის გამოსაყენებელიი საქონელი.
  5. სტიქიური უბედურებისგან დაზარალებული პირებისთვის დასახმარებლად მიწოდებული საქონელი.
  6. დიპლომატიური წარმომადგენლობის ქონების იმპორტი.
  7. ნავთობის წარმოებისთვის განკუთვნილი მოწყობილობა-დანადგარები, სატრანსპორტო საშუალებები.
  8. საერთაშორისო საავიაციო რესიების განსახორციელებლად განკუთვნილი საქონლის იმპორტი. 
  9. ბავშთა საკვები და ჰიგიენური მოხმარების ნივთები.

როგორ სრულდება საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურა

პროცედურის წარმატებით დასრულებისთვის, აუცილებელია, რომ შესრულებული იყოს მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პირობა, გაუქმებული იყოს მიზნობრივი სტატუსი და მოქცეული იყოს თავისუფალი გაშვების პროცედურაში, საქონელი დეკლარირებული იქნას ექსპორტის პროცედურაში, გადახდილი იქნას იმპორტის გადასახდელის შესაბამისი თანხა და განხორციელებული იყოს საქონლის განკარგვა საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-15 თავის შესაბამისად.

 

მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილ მრავალჯერად გამოყენების საქონელზე საბაჟო ზედამხედველობის და დასრულების ვადა განისაზღვრება (შემოტანის მიზნის და საქონლის სახეობის გათვალისწინებით) არა უმეტეს 3 წლით. 

 

შეჯამება 

მიზნობრივი დანიშნულების პროცედურა ხელს უწყობს სახელმწიფოს და საშუალებას აძლევს, რომ გადაუდებელი მოხმარების ნივთები დამატებითი ღირებულებების გადასახადის გარეშე გადმოიტანონ ქვეყნის საბაჟო ტერიტორიაზე. 

 

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მისი მიზანი და ვალდებულებები, რომლებიც ამ პროცესს ახლავს თან. 

იხილეთ ასევე: განბაჟება საქართველოს საბაჟოზე 

დაგვიკავშირდით