სტატიაში იხილავთ:
რა არის ინკოტერსი?
ინკოტერმსი არის სამი ასოსგან შემდგარი სერია, რომელიც განსაზღვრავს იმ რისკებსა და დანახარჯებს, რაც დაკავშირებულია საქონლის ტრანსპორტირებასთან.
ინკოტერმსი არის აღიარებული მრავალი ორგანიზაციისა და ქვეყნების მთავრობების მიერ, როგორც საერთაშორისო ვაჭრობის ტერმინების ასახსნელად.
ინკოტერმსის კატეგორიები
პირველი კატეგორია არის “E” კატეგორია, რომელიც უშუალოდ გამყიდველის შენობაში არსებულ ტვირთს აღნიშნავს, რომელიც მყიდველისთვის ამავე შენობაში გადაიცემა.
მეორე კატეგორიაა “F” ტერმინები, რომლების გამყიდველს ვალდებულებას სძენს, რომ ტვირთი მიიტანოს მყიდველის ადგილამდე.
მესამე კატეგორიაა “C” ტერმინები, რომლის მიხედვითაც გამყიდველს ვალდებულება აქვს, გადაიხადოს ტრანსპორტირების ხარჯები, თუმცა ის თავის თავზე არ იღებს ტვრთის დაკარგვას, დაზიანებას და ასე შემდეგ.
მეოთხე კატეგორიაა “D” კატეგორია, რომელშიც გათვალისწინებულია გამყიდველისთვის ყველა ვალდებულება, მათ შორის ხარჯები და უსაფრთხოება.
ინკოტერმს 2010 მიერ განსაზღვრული გადაზისვის 7 პირობა:
- EXW — Ex Works (მიწოდების ადგილის დასახელება).
- FCA — Free Carrier (გადაზისვის ადგილის დასახელება).
- CPT — Carriage paid to გადაზიდვა ანაზღაურებულია...მდე (დანიშნულების ადგილის დასახელება).
- CIP — Carriage and Insurance Paid to გადაზიდვა და დაზღვევა ანაზღაურდება...მდე ( დანიშნულების ადგილის დასახელება).
- DAT — Delivered at Terminal გადაზიდვა ტერმინალზე (პორტის ტერმინალის ან დანიშნულების ადგილის დასახელება).
- DAP — Delivered at Place მიტანის ადგილი (დანიშნულების ადგილის დასახელება).
- DDP — Delivered Duty Paid მიწოდება განბაჟებამდე (დანიშნულების ადგილის დასახელება).
წესები საზღვაო ტრანსპორტისათვის ინკოტერმს 2010 მიერ განსაზღვრული საზღვაო გადაზისვის ოთხი პირობა:
- FAS — Free Alongside Ship (გადამზიდი პორტის დასახელება).
- FOB — Free on bord (დატვირთვის პორტის დასახელება).
- CFR — Cost and Freight (დანიშნულების პორტის დასახელება).
- CIF — Cost, Insurance and Freight (დანიშნულების პორტის დასახელება).
E - გადაცემის ტერმინი (EX works - ქარხნიდან)
აღნიშნული ინკოტერმსი მაქსიმალურად უმცირებს გამყიდველს ვალდებულება და მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება მყიდველს. გამყიდველი ვალდებულია დაეხმაროს მყიდველს გადაზიდვაში, დოკუმენტების მომზადებაში და პასუხისმგებელია არასწორი დატვირთვის გამო.
F - ტრანსპორტიების თანხას გამყიდველი არ იხდის (FCA - free carrier)
გამყიდველის ვალდებულება მხოლოდ მყიდველისთვის მის მისამართზე მიტანაა.
FAS (free alongside ship) თავისუფალი პორტში მიტანიდან
FOB (free on board) თავისუფალია გემბანის ბორტზე დადებიდან
გამყიდველისთვის მიწდების ვალდებულება შესრულებული იქნება, როდესაც საქონელი გადაკვეთს გემის საზღვარს. ამ მომენტიდან ყველანაირი რისკი და ვალდებულბა მყიდველს ეკისრება.
D - მიტანის ტერმინი
DAF (delivered at frontier) - გამყიდველი ასრულებს ტვირთის ჩატანის ვალდებულებას და ათავსებს მიმდებარე ქვეყნის საბაჟოზე.
DAT (delivered at terminal) - გადაზიდვა ტერმინალზე, გამყიდველი თანხას იხდის ტერმინალამდე გადაზიდვისთვის და კისრულობს ყველანაირ ვალდებულებას ტვირთის ტერმინალში დაცლამდე.
DAP (delivered at place) - გამყიდველი თანხას იხდის გადასახადის მითითებულ ადგილამდე და პასუხისმგებლობას იღებს სანამ მყიდველი არ აიღებს ტვირთს.
DES (delivered ex ship) - გამყიდველი მყიდველს ტვირთს გემზე, ხოლო მიწოდების თანხები და ხარჯები გამყიდველს ეკისრება.
DEQ (delivered ex quay) - გამყიდველს ვალდებულება მოხსნილი აქვს მაშინ, როცა ის ჩაიტანს ტვირთს პორტის სანაპიროზე. ყველა ხარჯი, რომელიც ადგილამდე მიტნისთვის არის საჭირო და პასუხისმგელობა, არის გამყიდველზე.
DDU (delivered duty unpaid) - მიწოდება განბაჟებამდე - გამყიდველის მიერ ტვირთის მიწოდების ვალდებულება შესრულებულად ითვლება, როდესაც საქონელი არის იმპორტის ქვეყანაში მიწოდებული. იმპორტისთვის აუცილებელ ყველა ხარჯს კისულობს გამყიდელი.
DDP (delivered duty paid) - გამყიდველის მოვალეობა, რომ მიაწოდოს ტვირთი შესრულებული იქნება, როდესაც იგი მყიდველს საქონლით უზრუნველყოფს დანიშნულ ადგილას. ყველა ხარჯი, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს ტვირთის განადგურებით ან დაკარგვით, ეკისრება გამყიდველს.
შეჯამება
ინკოტერმის ცოდნას დიდი მნიშვნელობა აქვს როდესაც საქმე ეხება იმპორტს, ვინაიდან სწორედ ეს ტერმინები გვამცნობენ თუ რა სახის ვალდებულებები ვრცელდება გამყიდველსა და მყიდველზე და რისი უფლება აქვს ორივე მათგანს. მეტი იმფორმაციისთვის დაუკავშირდით ჩვენს საბაჟო ბროკერს.