სტატიაში იხილავთ:
- რა არის საბაჟო მოსაკრებელი?
- საბაჟო მოსაკრებელის განაკვეთები.
- როგორ ხდება მოსაკრებლის გადახდა?
- საბაჟო მოსაკრებელის სახეები
- შეჯამება
საბაჟო პროცედურების წარმოებისას, ჩნდება სხვადასხვა გადასახადების, იგივე, მოსაკრებლების გადახდის ვალდებულება. აუცილებელია, რომ ვიცოდეთ თუ რატომ არის ამ სახის გადასახადის გადახდა აუცილებელი და რამდენნაირი საბაჟო მოსაკრებელი არსებობს საქართველოში.
დეტალებს გაეცნობით სტატიაში.
რა არის საბაჟო მოსაკრებელი?
პირველ რიგში, გავიგოთ, თუ რა არის საბაჟო მოსაკრებელი და რატომ ვიხდით მას?
საბაჟო მოსაკრებელი არის ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში აუცილებლად/სავალდებულო შესატანი თანხა, რომლის გადახდაც ხდება საქართველოს საბაჟ საზღვრის გადაკეთისას განხორციელებული პროცედურების დროს.
საბაჟო მოსაკრებელს იხდის ყველა პირი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიიდან საქონელი ან გააქვს (ექსპორტი), ან შემოაქვს.(იმპორტი)
საბაჟო მოსაკრებელის განაკვეთები
საბაჟო მოსაკრებლის განაკვეთი არის საბაჟო საზღარზე გადაადგილებული საქონლისთვის გათვალისწინებული საბაჟო პროცედურებისათვის, გარდა საქონლის დროებითი შემოტანისას:
- 3000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების მქონე საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 5 ევროს ეკვივალენტი ლარებში;
- 3000 ლარისა და მასზე მეტი საბაჟო ღირებულების მქონე საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 60 ევროს ეკვივალენტი ლარებში;
- საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის დროებითი შემოტანისათვის:
- 10000 კილოგრამი და მასზე ნაკლები წონის საქონლის ყოველ კილოგრამზე – 1 თეთრი;
- 10000 კილოგრამზე მეტი წონის საქონელზე – 100 ლარს დამატებული 0,3 თეთრი 10000 კილოგრამის ზევით ყოველ კილოგრამზე;
- საგამოფენო დანიშნულების საქონლის ყოველ კილოგრამზე – 2,5 თეთრი.
არასამუშაო დროს საბაჟო პროცედურების განხორციელების შემთხვევაში საბაჟო მოსაკრებლის რაოდენობა სამმაგდება!
როგორ ხდება მოსაკრებლის გადახდა?
საბაჟო მოსაკრებელის დარიცხვა და გადახდა ხდება საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე, ხოლო გადახდა ხდება საბაჟო დეკლარაციის წარდგნის დროს, საქონლის გაშვებამდე (სხვა საბაჟო გადასახდელებთან ერთად).
საბაჟო მოსაკრებელის სახეები
აქციზის გადასახადი
რა არის აქციზი? - ეს არის გადასახადი, რომელსაც ფიზიკური პირი უხდის სახელმწიფოს გარკვეული საქონლის ან მომსახურების შეძენისას. აქციზით იბეგრება ადგილობრივად წარმოებული და ასევე იმპორტირებული პროდუქცია.
ვინ იხდის აქციზს? - ყველა ის პირი, რომელიც საქონლის იმპორტს ახორციელებს საქართველოში ან ახორციელებს აქციზური საქონლის იმპორტს.
აქციზით დაგებგვრის ობიექტებია - აქციზური საქონლის იმპორტი და ექსპორტი.
აქციზით დაბეგვრის ობიექტია ყველაფერი, რამაც შეიძლება ზიანი მოუტანოს ადამიანებს ან გარემოს, ესენია:
- ალკოჰოლიანი სასმელი.
- თამბაქოს ნაწარმი
- თამბაქოს ნედლეულ ან თამბაქოს ნარჩენები
- ნავთობპროდუქტები
- ბუნებრივი აირი კონდენსატისთვის ან გათხევადებული ბუნებრიცი აირი
- ელექტრონული სიგარებიტ სითხისათვის
დამატებითი ღირებულების გადასახადი(დღგ)
დღგ-ით იბეგრება პირი, რომელიც ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნის და შედეგისა.
დღგ-ს დროს იბეგრება იმ საქონლის მოწოდება, რომელიც ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ შემოდის საზღვარზე.
დამატებული ღირებულებისგან გათავისუფლება
დღგ-სგან გათავისუფლებულია:
- სამკურნალო მიზნებისთვის განკუთვნილი ნედლეულის და სუბსტანციების იმპორტი.
- სამეციდინო მიზნებისთვის განკუთვნილი იმპორტი
- შშმ პიებისთვიის განკუთვნილი გადაადგილებისთვის აუცილებელი საქონლის იმპორტი.
- ჩვილ ბავშვთა კვების ან ჰიგიენის ნაწარმის იმპორტი
- დიაბეტური პურის იმპორტი
- განძეულობის ან სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ნივთის იმპორტი.
- ჟურნალ/გაზეთების იმპორტი
- ფულისა და ფასიანი ქაღალდის იმპორტი
- ელექტროწარმოებისთვის განკუთვნილი (თბოელექტროსადგურებისთვის) ბუნებრივი აირის იმპორტი
- აგროქიმიკატების, სასოფლო-სამეურნეო სათესი და სარგავი მასალების იმპორტი
- ავზში არსებული საწვავის იმპორტი
- საქართველოს ეროვნული ბანკისთვის გადასაცემი ოქროს იმპორტი
- ჰუმანიტარული დახმარების მიზნით გადასაცემი საქონლის იმპორტი
- დიპლომატიური წარმომადგენლობის ქონების იმპორტი
- შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეული პირის მიერ იმ საქონლის იმპორტი, რომელიც განკუთვნილია აქციზური ან/და არააქციზური საქონლის სავალდებულო ნიშანდების/მარკირების განსახორციელებლად
- პირადი მოხმარების საგნებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების იმპორტი, რომლებიც განკუთვნილია ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების
- საქონლის (წიგნის) იმპორტი;
- ელექტროძრავიანი ავტობუსის (მათ შორის, ელექტროძრავიანი მიკროავტობუსის) იმპორტი
შეჯამება
მნიშვნელოვანია გათვალისწინებული გვქონდეს ყველანაირი ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებები, რომელიც თან ახლავს საბაჟო პროცედურებს, რადგან რაც შეიძლება მოკლე დროში მოხდეს პროცედურის წარმატებით დასრულება.
დაუკავშირდით GeorgiaCB-ის გამოცდილ გუნდს და საბაჟო ბროკერს,გახადეთ ერთი შეხედვით რთული საბაჟო პროცედურები, მარტივი და ხელმისაწვდომი.
დაგვიკავშირდით ნომერზე - +995 599 007 685 ამ იმეილზე info@georgiacb.com