სტატიის გაზიარება

საქონლის მულტომოდალური ტრანსპოტირება საკმაოდ გავრცელებული გადაზიდვის ფორმაა და ყოვეთვის წამყვან ადდილს იკავებს ბაზარზე. მულტიმოდალური ტვირთის გადაზიდვა, რომელსაც ასევე უწოდებენ კომბინირებულს ან შერეულს, ხორციელდება სხვადასხვა ტრანსპორტირების რეჟიმით, ესენია, საზღვაო, საჰერო, სარკინიგზო და საავტომობილო. ერთი შეხედვით, გადაზიდვის ეს მეთოდი კომპლექსურად შეიძლება მოგვეჩვენოს, თუმცა მიჩნეულია ყველაზე რაციონალურ და ეკონომიურ მარშუტად. (კითხვებისთვის დაუკავირდით ჩვენს საბაჟო ბროკერს)

 

ტვირთის სახეები მულტიმოდალური ტრანსპორტირებისას

როგორც უკვე ვახსენეთ, მულტიმოდალური ტვირთის გადაზიდვა ყველაზე კომფორტული და ეკონომიურია, რაც მოიცავს, მძიმე,პატარა, დიდი, მსუბუქი, კომპლექსური და საშისი საქონლის გადაზიდვას. 

 

ყველა ნივთს გააჩნია თავის განსხვავებული ბუნება და პირობა, ამიტომ მოითხოვს იმ წესების დაცვას, რაც ტრანპორტირებისთვის არის გათვალისწინებული. 

 

საქონლის მულტიმოდალური გადაზიდვისას გამოიყნება სპეციალური კონტეინერები, რაც ხელს უწყობს საქონლის უსაფრთხო გადაზიდვას ერთი ობიექტიდან, მეორეზე. 

 

ტრანსპორტირების სახეები

არსებობს ტრანსპორტირების სხვადასხვა სახე, რომელიც საშუალებას გვაძლევს მულტიმოდალური ტრანსპორტირება განვახორცილოთ, ეს შეიძლება იყოს ავიაცია, გემები, სარკინიგზო ვაგონები. აუცილებელია, რომ ყველანაირი გადაზიდვის დროს, უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული და მოხდეს ტვირთის გადაზიდვა პროფესიონალის მიერ.

 

მულტიმოდალური გადაზიდვის პროცესში, გადამზიდი თავად იღებს მთლიან პასუხისმგებლობას თავის თავზე, რაც კი შეიძლება წარმოიშვას ტვირთის გადაზიდვის პროცესში. ამ პროცესს “კარიდან კარამდე” პასუხისმგებლობასაც უწოდებენ.

მულტიმოდალური გადაზიდვების დროს დამკვეთი (ხშირ შემთხვევაში) ხელშეკრულებას დებს ოპერატორთან (ფირმასთან), ის არჩევს ტრანსპორტს, რითაც მოხდება გადაზდვა დაასევე არჩევს ტრანსპორტის მარშუტს. ასევე, ოპერატორი ვალდებულია პასუხისმგებლობა აიღოს გადაზიდვასთან დაკავშირებულ ყველა ორგანიზაციულ საკითხზე, შეადგინოს სატრანსპორტო დოკუმერტები, რომლებიც ფარავს ტვირთის გადაადგლოების მთლიან გზას. 

 

 

 

დაგვიკავშირდით