
- რა არის საქონლის რეექსპორტი და რომელი საქონელის მიმართ გამოიყენება
- ვის მიერ ხორციელდება საქონლის რეექსპორტი?
- რა ვალდებულებები წარმოიშობა საქონლის რეექსპორტისას ?
- რა ფორმალობები ხორციელდება საქონლის რეექსორტისას?
- როგორ და რა ვადაში სრულდება საქონლის რეექსპორტი?
რეექსპორტი საშუალებას იძლევა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოური საქონელი საქართველოდან გატანილი იქნას განბაჟების გარეშე.
აუცილებელი პირობაა, რომ რეექსპორტის განხორციელებისას საქონელი დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, თუ ეს ცვლილება ბუნებრივად, ტრანსპორტირების დროს არ არის გამოწვეული. ( რეექსპორტის პირობებთან დაკავშირებული საკითხების დეტალიზაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს საბაჟო ბროკერებს).
რა არის საქონლის რეექსპორტი და რომელი საქონელის მიმართ გამოიყენება
რეექსპორტი შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგ შემთხვევებში, ესენია: როდესაც საქონლის შემომტანი პირი გამშვებ პუნქტშივე ახორციელებს საქონლის დეკლარირებას რეექსპორტში, ან აცხადებს, რომ მას აქვს რეექსპორტის გამოყენების განზრახვა და ამ მიზნით დროებითი შესანხვის ადგილზე ათავსებს საქონელს.
თუ დადგინდა, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გასულ საქონელს აქვს რაიმე დეფექტი ან შეფუთვა და აღწერილობა არ ემთხვევა გარიგების პირობებს და ამ მიზეზით ის თავდაპირველ მომწოდებელს უბრუნდება, ასეთი საქონელი დაექვემდებარება რეექსპორტს (რეექსპორტის დეკლარაციის წარდგენით დეკლარირებული საქონლს გაფორმების მომსახურების საფასური შეადგენს 50 ლარს).
ვის მიერ ხორციელდება საქონლის რეექსპორტი?
საქონლის რეექსპორტი ხორციელდება იმ პირის მიერ, რომელიც ახორციელებს საქონლის დეკლარირებას რეექსპორტში ან აცხადებს საქონლის მიმართ რეექსპორტის გამოყენების განზრახვას და ამ მიზნით საქონელს ათავსებს დროებით შესახვის ადგილზე ან წარადგენს საბაჟო ორგანოში.
რა ვალდებულებები წარმოიშობა საქონლის რეექსპორტისას ?
რასაკვირველია, საბაჟო პროცედურის ყველა ნაწილი სხვადასხვა ვალდებულებებთან არის დაკავშირებული, რომელთა სწორად შესრულებაც აუცილებელია, თუმცა ახლა კონკრეტულად თქვენს ყურადღებას გავამახვილებ რეექსპორტისგან წარმოქმნილ ვალდებულებებზე.
რეექსპორტის გამოყენებისას, აუცილებელია დაკმაყოფილებული იყოს შემდეგი პირობები,ესენია:
1.საქონელი არ უნდა იყოს გადამუშავებული საქართველოს ტერიტორიაზე
2.შესაძლებელი უნდა იყოს მისი იდენტიფიცირება საბაჟო ორგანოს მიერ
3.რეექსპორტის დეკლარაციასთან ერთად წარდგენილი უნდა იყოს პირის განცხადება საქონლის დეფექტის არსებობის, რაოდენობის, ხარისხის და შეფუთვის შესახებ.
4.საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონელი გატანილი უნდა იქნეს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების დღიდან 6 თვეში.
თუ ეს ვალდებულებები და პირობები შესრულებული არ იქნება, სხვა შემთხვევაში დეკლარაცია ცნობილი იქნება ბათილად და შესაბამისად, პროცედურაც ვერ ჩატარდება.
ასევე, რეექსპორტისთვის რეექსპორტისთვის განკუთვნილი საქონლის საქართველოდან საზღვაო გზით გასატანად, აუცილებელია დეკლარატმა უზრუნველყოს საქონლის წარდგენა საბაჟო კონტროლის ზონაში.
რა ფორმალობები ხორციელდება საქონლის რეექსორტისას?
როდესაც ვალდებულებებზე ვსაუბრობთ, აუცილებელია პირველ რიგში ვახსენოთ რეექსპორტის დეკლარაცია, რომელიც ივსება საბაჟო დეკლარაციის ფორმით შემდეგ შემთხვევებში:
- საბაჟო საწყობის ან შიდა გადამუშავების პროცედურაში საქონლის საბაჟო დეკლარაციის გამოყენებით
- ასევე, იმ საქონლის რეექსპორტისას, რომელსაც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების შემდეგ ჩამოერთვა საქართველოს საქონლის სტატუსი.
- ელექტროგადამცემი ან მილსადენი ხაზებით გადაადგილებული საქონლის რეექპორტისას. რეექსპორტში დეკლარირებული საქონლის სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას.(არ ვრცელდება საფოსტო გზავნილით გადაადგილებულ საქონელზე)
რეექსპორტის დეკლარაციად ითვლება, საქონლის ან სატრასნპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა ან რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობა,ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაში ასახული ინფორმაცია.
რეექსპორტის დეკლარაციის წარდგენისას, დეკლარანტი ვალდებულია სანამ წარადგენს დეკლარაციას, თვითონ განახორციელოს საქონლის იდენტიფიკაცია და შესაბამისი მონაცემები ასახოს დეკლარაციაში.
რომელი დოკუმენტები უნდა იქნას წარდგენილი რეექსპორტისას?
რეექსპორტის განსაზღვრისას წარედგინება:
- სატრანსპორტო დოკუმენტი:
- სატრანსპორტო დოკუმენტი - TIR წიგნაკი ან სატრანსპორო ზედნადები.
- კონოსამენტი (საზღვაო გადაზიდვისას)
- ავიაზედნადები (საჰაერო ტრანსპორტირებისას)
- სარკინიგზო ზედნადები ( სარკინიგზო გადაზისდვისას)საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი:
ეს შეიძლება იყოს ხელშეკრულება, ინვოისი (ანგარიშ-ფაქტურა) ან სხვა საანგარიშწორებო დოკუმენტი.
- კომპანიის აქტი, რომელიც განსაზღვრას საქონლის რაოდებობას
- ლიცენზია ან ნებართვა კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
როგორ და რა ვადაში სრულდება საქონლის რეექსპორტი?
საქონლის რეექსპორტი არ ჩაითვლება დასრულებულად, სანამ ამას საბაჟო გამშვები პუნქტი არ დაადასტურებს. ხოლო, ეს დადასტურება ხდება საქონლის რეექსპორტის დეკლარაციის და კონტროლიდან მოხსნის გზით.
აუცილებელია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტს წარედგინოს დეკლარაციის მინიჭებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. ხოლო, თუ საბაჟო საწყობში მყოფ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე განხორციელდა საკუთრების უფლების გადაცემა, ეს სატრანსპორტო საშუალება საბაჟო გამშვებ პუნქტს უნდა წარედგინოს 45 კალენდარული დღის ვადაში (დეკლარაციის რეგისტრაციის თარიღიდან).
როგორც უკვე გითხარით, რეექსპორტი სრულდება მაშინ, როდესაც საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ დადასტურდება ეს პროცესი და სრულდება დეკლარაციისა და კონტროლის მოხსნის გზით.
რეექსპორტის საბაჟო პროცედურით შეცვლის შემთხვევაში, დასრულება დადასტურდება შესაბამისი დოკუმენტების გაფორმებით.
შეჯამება
აუცილებელია თითოეული ის დეტალი, რომელიც რეექსპორტის პროცესს ახლავს თან, გულდასმით იყოს გათვალისწინებული, დაწყებული იმით, რომ რეექსპორტირებულ საქონელებს არ უნდა ქონდეს არანაირი დეფექტი ან ცვლილება, დამთავრებული საბაჟო კონტროლის მოხსნით.
ასევე, საქართველოს სახელმწიფო კანონმდებლობისა და საბაჟო კანონმდებლობის ცოდნა და გათვალისწინება, გადამწყვეტ როლს თამაშობს ამ საკითხში და უმჯობესია, დაიცვათ ყველა საჭირო ნორმა.