სტატიაში იხილავთ:
- ვის აქვს სატრანსპორტო საშუალების საქართველოში შემოტანის უფლება
- საბაჟო რეჟიმების სახეები საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებებისთვის
- მანქანის განბაჟების დრო და სად ხდება განბაჟება?
- სატრანსპორტო საშუალების ტრანზიტი
- გადამზიდველის ვალდებულებები
- რა ღონისძიებები ხორციელდება მანქანის გამბაჟებისას?
ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი საბაჟო პროცედურაა სატრანსპორტო საშუალების (მანქანების) განბაჟება საქართველოში.აქედან გამომდინარე, დღეს თქვენს ყურადღებას სწორედ ამ პროცედურაზე გავამახვილებთ და ზუსტად გეტყვით, თუ როგორ ხორციელდება მანქანის გამბაჟება საქართველოში, რა პროცედურები და ვალდებულებები წარმოიქმნება ამ დროს და რისი უფლება აქვს გადამზიდველს.
ვის აქვს სატრანსპორტო საშუალების საქართველოში შემოტანის უფლება
სატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის უფლება ყველა პირს თანაბრად აქვს, რა თქმა უნდა, კოდექსით გათვალისწინებული წესით. დეტალებისთვის შეგიძლიათ მოგვწეროთ და ჩვენი პროფესიონალი საბაჟო ბროკერების გუნდი სრულფასოვან დახმარებას გაგიწევთ.
აუცილებელია, დაცული იყოს ყველა ის წესი და ვალდებულება, რომელსაც საბაჯო კოდექსი და საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს.
პირს უფლება აქვს აირჩიოს ნებისმიერ სახის საბაჟო რეჟიმი აირჩიოს (იქნება ეს ტრანზიტი, რეიმპორტი თუ იმპორტი, ან შეცვალოს ის სატრანსპორტო საშუალების რაოდენობის, მწარმოებლის ან დანიშნულების ქვეყნის მიხედვით.
საბაჟო რეჟიმების სახეები საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებებისთვის
საბაჟო კანონმდებლობა არეგულირებს საბაჟო რეჟიმების სახეებს, ესენია:
- თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება ( იმპორტი );
- რეიმპორტი;
- ტრანზიტი;
- საბაჟო საწყობში საქონლის შენახვა;
- უბაჟო ვაჭრობა;
- გადამუშავება საბაჟო ტერიტორიაზე;
- გადამუშავება საბაჟო კონტროლის ქვეშ;
- დროებითი შემოტანა და/ან გატანა;
- თავისუფალ საბაჟო ზონაში საქონლის განთავსება და/ან გამოყენება;
- თავისუფალ საწყობში საქონლის განთავსება და/ან გამოყენება;
- გადამუშავება საბაჟო ტერიტორიის გარეთ;
- ექსპორტი;
- რეექსპორტი;
- განადგურება;
- უარის თქმა სახელმწიფოს სასარგებლოდ.
გაითვალისწინეთ გადასახადები, რომლებიც დეკლარირების დროს წარმოიშობა, ესენია:
- დეკლარირებული ავტომობილის გაფორმების მომსახურეობა - 150 ლარი
- საბაჟო დეკლარაციის შევსება - 50 ლარი
- საექსპერტო შემოწმების აქტი - 30 ლარი
მანქანის განბაჟების დრო და სად ხდება განბაჟება?
როდესაც სატრანსპორტო საშუალება უცხო ქვეყანაში არის რეგისტრირებული შემოტანაც უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ხდება, აუცილებელია გაფორმება მოხდეს - 90 კალენდარულ დღეში.სხვა შემთხვევაში - 60 კალენდარულ დღეში.
აუცილებლად გაივალისწინეთ, რომ ვადის დარღვევის შემთხვევაში პირი ჯარიმდება მინიმუმ 50, ხოლო მაქსიმუმ 1000 ლარით.
საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას ზოგადი დეკლარირება ხორცილდება საბაჟო გამშვებ პუნქტში, სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღეში.
რა ვადაში უნდა იქნას მიტანილი სატრანსპორო საშუალება დანიშნულების ადგილზე?
სატვირთო ავტომობილით საქონლის შემოტანისას - 10 კალენდარული დღე.
სარკინიგზო ტრანსპორტით - 5 კალენდარული დღე.
საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაადგილებისას - 20 კალენდარული დღე.
დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობის და ღირებულების საქონლის შემთხვევაში - არაუმტეს 60 კალენდარული დღე.
რეექსპორტის ან ექსპორტის პროცედურაში დეკლარირებული ავტოსატრანსპორო საშუალება - 45 კალენდარულ დღეში.
საბაჟო დეკლარაციის წარდგენით ექსპორტში/რეექსპორტში/გარე გადამუშავებაში/საწყობის სასაქონლო ოპერაციიდან ტრანზიტში დეკლარირებული, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტს უნდა წარედგინოს დეკლარაციის რეგისტრაციიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.
სატრანსპორტო საშუალების ტრანზიტი
სატრანსპორტო საშუალების ტრანზიტი ნიშნავს სხვა სახელმწიფოში საქონლის (სატრანპორტო საშუალების) გატანა საქართველოს გავლით, სხვადასხვა ეკონომიკური ღონისძიებების და პოლიტიკის გამოყნების გარეშე.
აუცილებელი პირობაა, რომ ტრანზიტის პირობებში საქონელი საქართველოს ტერიტორიიდან იყოს გატანილი უცვლელ მდგომარეობაში, არ იქნეს ის გამოყენებული სხვადასხვა მიზნებისთვის გარდა ტრანზიტისა.
სატრანზიტო საქონლის თანხმლები დოკუმენტები სატრანსპორტო საშუალებას წარედგინება შესაბამის სატრანზიტო სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად.
გადამზიდველის ვალდებულებები
საქონლის ტრანზიტის და ზოგადად საბაჟო ვალდებულებების განხორციელებუის ვალდებულება ეკისრება გადამზიდველს, თუ გადამზიდველი დაარღვევს წესებს, როგორიცაა საქონლის საბაჟო ორგანოში მიუტანლობა ან საქონლის დაკარგვა, ის გადაიხდის საბაჟო გადასახადს, საბაჟო რეჟიმის შესაბამისად, თუმცა, გამონაკლისია ისეთი შემთხვევა როცა საქონელს ბუნებრივი ცვეთისგან შეეცვალა მდგომარეობა და არა ძალით.
რა ღონისძიებები ხორციელდება მანქანის განბაჟებისას?
მანქანის განბაჟებისას ხორციელდება სხვადასხვა ფორმალობები და ღონისძიებბი, რომელთაგან ერთ-ერთია გადასახადები. აღნიშნული გადასახადი შეიძლება იყოს:
- საბაჟო;
- დამატებული ღირებულებისა;
- აქციზი.
- საბაჟო მოსაკრებლებია:
- საბაჟო პროცედურებისათვის;
- ლიცენზიების გაცემისათვის.
საბაჟო გაფორმება
საბაჟო გაფორმება ხდება სატრანსპორტო საშუალების შესაბამის საბაჟო რეჟიმში მოქცევისას და ფორმალობების დასრულების მიზნით.
საბაჟო გაფორმების პროცედურის სახეები:
- საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენა, მათი დათვალიერება და საბაჟო შემოწმება;
- საქონლის სინჯებისა და ნიმუშების აღება;
- საქონლის გადაზიდვამდე ჩატარებული ინსპექტირების დამადასტურებელი დოკუმენტების შემოწმება;
- გადასახდელების გამოანგარიშება და გადახდევინება;
- საბაჟოსათვის გარანტიების წარდგენა;
- საქონლის გაშვება.
შეჯამება
მანქანის გამბაჟება საქართველოში არ წარმოადგენს რთულ ოპერაციას, მთავარია,რომ თითოეული კანონი, საბაჟო წესები და ვალდებულებები თანმიმდევრობით იყოს შესრულებული, რასაკვირველია, კომპეტენტური პირის(საბაჟო ბროკერის) მიერ.