ასევე წაიკითხეთ: საბაჟო დეკლარაცია საქართველოში
რა არის აქციზი? - ეს არის გადასახადი, რომელსაც ფიზიკური პირი უხდის სახელმწიფოს გარკვეული საქონლის ან მომსახურების შეძენისას. აქციზით იბეგრება ადგილობრივად წარმოებული და ასევე იმპორტირებული პროდუქცია. თუ გაინტერესებთ მეტი დეტალი, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს საბაჟო ბროკერებს, რომლებიც დაგეხმარებიან აქციზის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
ვინ იხდის აქციზს? - ყველა ის პირი, რომელიც საქონლის იმპორტს ახორციელებს საქართველოში ან ახორციელებს აქციზური საქონლის იმპორტს.
აქციზითდაგებგვრის ობიექტებია - აქციზური საქონლის იმპორტი და ექსპორტი.
აქციზით დაბეგვრის ობიექტია ყველაფერი, რამაც შეიძლება ზიანი მოუტანოს ადამიანებს ან გარემოს, ესენია:
- ალკოჰოლიანი სასმელი.
- თამბაქოს ნაწარმი
- თამბაქოს ნედლეულ ან თამბაქოს ნარჩენები
- ნავთობპროდუქტები
- ბუნებრივი აირი კონდენსატისთვის ან გათხევადებული ბუნებრიცი აირი
- ელექტრონული სიგარებიტ სითხისათვის
აქციზური საქონლის იმპორტის თანხა განისაზღვრება იმპორტის გადასახადის ოდენების გაანგარიშების შედეგად.
საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომეკლატურის კოდში მითითებული საქონლის მიწეოდება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაფასოებულია 50 ან 100 გრამი ნეტო მასის საფუთავბში, გარდა თამბაქოს ნაწარმის დამზადების მიზნით მიწოდების საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში.
საგადასახადო ორგანოები ახორციელებენ დადგენილი წესებით ისეთი საქონლის ჩამორთმევას, რომელიც აქციზური მარკის გარეშე შემოაქვთ. ჩამორთმევის მომენტიდან საქონელი სახელმწიფო საკუთრებად ითვლება და მიის განადგურება ან რეალიზაცია ხორციელდება საქართვლელოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
ვინ არის თავისუფალი აქციზისგან?
აქციზისგან თავისუფალია მგზავრი, რომელსაც შემოაქვს 200 ღერი სიგარეტი ან 200 ღერი თამბაქოს ნაწარმი, 10 ცალი კაფსულის ან მსგავსი სახის პროდუქტის შემომტანი მგზავრი.
ასევე, აქციზისგან თავისუფალია მგზავრი, რომლსაც ჯამურად შემოაქვს 22% და 22%-ზე მეტი ალკოჰოლის შემცველობის 1 ლიტრი სასმელი, ან 80% ან 80%-ზე მეტი ალკოჰოლის შემცველობის ეთილის სპირტი.რაც შეეხება ლუდს, დასაშვებია 16 ლიტრი ლუდის იმპორტი, რომელიც მგავრს გადააქვს ხელბარგით და არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისთვის.
აქციზის გადასახადისგან თავისუფალია ფიზიკური პირი ავტომობილით, რომლის ავზშიც არის საწვავი და აღნიშნული საწვავი გამოიყენება ძრავის კვებისთვის.
ასევე თავისუფალია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის განკუთვნილი ნივთები, ფარმაცევტული პროდუქციისთვის გამოყენებული ალკოჰოლიანი სასმელი სითხე და სასმლის დასამზადებელი სასმელი, რომელშიც შემცველობა 1.2%-ს არ აღემატება.