- თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების აღწერა და მიმოხილვა
- საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში რომელი საქონელი ექცევა ?
- რა ვალდებულებები წარმოიშობა საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში
საბაჟო პროცედურების განხილვისას, აუცილებლად უნდა ვახსენოთ და ვისაუბროთ იმ პროცესს, რომელსაც საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება ეწოდება.
სტატიაში წაიკითხავთ, თუ რა სახის პროცესია თავისუფალ მიმოქცევაში საქონლის გაშვება, რომელი საქონელი ექცევა თავისუფალ მიმოქცევაში და გაგაცნობთ იმ ვალდებულბებს, რომლებიც წარმოიქმნება ამ პროცესის განმავლობაში.
თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების აღწერა და მიმოხილვა
ყველა უცხოური საქონელი, რომელიც განკუთვნილია საქართველოში რეალიზებისთვის ან მოხმარებისთვის, უნდა მოექცეს თავისუფალ მიმოქცევაში, ეს იწვევს იმპორტის გადასახდელის ვალდებულების წარმოშობას, მის მიმართ ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებების და შეზღუდვების გამოყენებას, შემოტანასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულებას.
ასევე,საქონელი, რომელიც ექსპორტირებული იქნა საქართველოდან და რომელსაც უკვე აქვს მინიჭებული უცხოურის სტატუსი და 3 წლის ვადაში დაბრუნდა საქართველოში თავისუფალ მიმოქცე
თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას საქონელს ენიჭება საქართველოს საქონლის სტატუსი.
საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების განსაკუთრებული შემთხვევები
ასეთი შემთხვევებია: თუ ექსპორტირებული საქონელი(რომელსაც მინიჭებული აქვს უცხოური საქონლის სტატუსი) დაბრუნდა 3 წლის ვადაში საქართველოში, თავისუფალ მიმოქცევაში გასაშვებად. ამ შემთხვევაში, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია დეკლარანტის განცხადების საფუძველზე ვადა გააგრძელოს 1 წლით.
თუ საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე საქონელი საქართველოში გაშვებული იყო თავისუფალ მიმოქცევაში მიზნობრივი დანიშნულებით, დაბრუნებული საქონელი იმპორტის გადასახდელისგან თავისუფლდება, თუ იგი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილია უცვლელ მდგომარეობაში და იმავე მიზნობრივი დანიშნულებით.
ზემოთ აღნიშნულ შემთხვევებში საქონელი კარგავს საქართველოს საქონლის საბაჟო სტატუსს და შემდეგ გაიშვება თავისუფალ მიმოქცევაში.
საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში რომელი საქონელი ექცევა ?
თავისუფალ მიმოქცევაში ექცევა ყველა ის საქონელი, რომელიც განკუთვნილია საქართველოში რეალიზაციისთვის, მოხმარებისთვის ან გამოყენებისთვის.
რა ვალდებულებები წარმოიშობა საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში
საქონლის თავისუფალ ზონაში გაშვება იწვევს მთელ რიგ პასუხისმგებლობებსა და ვალდებულებებს, რომლებზეც უფრო კონკრეტულად გესაუბრებით:
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანია, იმპორტის გადასახადის ვალდებულების წარმოშობა.
ასევე, საქონლის მიმართ ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებებისა და აკრძალდების გამოყენებას, შემოტანასთან დაკავშირებულ მოთხოვნების შესრულებას.
თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს ენიჭება საქართველოს საქონლის სტატუსი.
შეჯამება
საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებას დიდი დატვირთვა აქვს როგორც ბიზნესისთვის, ასევე კერძო პირებისა და სახელმწიფოს ეკონომიკისთვის. სწორედ ამიტომ, აუცილებელია მისი თანმყოლი თითოეული ნაბიჯი კარგად გვქონდეს გააზრებული, რათა წარმატებით განვახორციელოთ აღნიშნული პროცედურა. ჩვენი საბაჟო ბროკერები სწორედ ამ პროცესის სწორად გაძღოლაში დაგეხმარებიან.