სტატიის გაზიარება
  1. რა არის საბაჟო საწყობი?
  2. რომელი საქონელი ექცევა საბაჟო საწყობის პროცედურაში?
  3. რა ვალდებულებები წარმოიქმნება საქონლის პროცედურაში გაშვებისას?
  4. როგორ და ვადებში ხორცილდება საბაჟო საწყობში განთავსების პროცედურა?
  5. შეჯამება

ბუნებრივია, რომ როდესაც საქონელი შემოგვაქვს საზღვარზე, აუცილებელია მისი დასაწყობება. სწორედ ამ პროცესს უზრუნველყოფს საბაჟო საწყობები.

სტატიაში ვისაუბრებთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა საბაჟო საწყობი, მისი არსი, რომელი საქონელი ექცევა საბაჟო საწყობში და მის ვადებსა და ვალდებულებებზე. (კითხვებისთვის დაუკავირდით ჩვენს საბაჟო ბროკერს)

 

რა არის საბაჟო საწყობი?

საბაჟო საწყობის პროცედურა საშუალებას იძლევა, უცხოური საქონელი დასაწყობდეს საბაჟო საწყობში, საბაჟო ორგანოს საწყობში ან შენახვის სხვა ადგილზე, რაც არ იწვევს: 

 

იმპორტის გადასახდელის გადახდის ვალდებულების წარმოშობას;  საქონლის მიმართ ვაჭრობაში დამცავი ღონისძიების გამოყენებას, თუ ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ექსპორტი აკრძალული არ არის.

 

საბაჟო საწყობში, საბაჟო ორგანოს საწყობში ან შენახვის სხვა ადგილზე დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად დაზიანებული ან გაფუჭებული საქონელი საბაჟო პროცედურაში ექცევა იმავე წესით, რომლითაც მოექცეოდა ამ სახით არსებული საქონელი. 

 

რომელი საქონელი ექცევა საბაჟო საწყობის პროცედურაში? 

საბაჟო საწყობის პროცედურაში ექცევა ყველა ის საქონელი, რომელიც საქართველოს საზღვარზე გადმოსატანად და რეალიზებისთვის არის განკუთვნილი. საქონელი, რომელიც საზღვარზე სხვადასხვა მიზნებისთვის არის გაკნუთვნილი, რომელიც შეიძლება იყოს ეკონომიკური მიზნებისთვის გამოყენებადი, ექცევა საბაჟო საწყობის პროცედურაში და გადის ყველა იმ ნაბიჯს, რაც მოთხოვნილი და გაწერილია საქართელოს კანონმდებლოსა და საბაჯო კანონმდებლობაში.

 

რა ვალდებულებები წარმოიქმნება საქონლის პროცედურაში გაშვებისას?

ყველა საქონელი, რომელიც საქართველოში რეალიზებისთვის არის განკუთვნილი,ექცევა თავისუფალ მიმოქცევაში, რაც თავის მხრივ, წარმოშობს სხვადასხვა ვალდებულებები, მაგალითად, საბაჯო დეკლარაციის შემოწმება. თუ აღნიშნული პროცესი წარმატებით დასრულდა და სრულიად არის დაცული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, საქონელი დაუყოვნებლივ გაიშვება.

ასევე, ერთ-ერთი ვალდებულებაა საქონლის შემოწმება გონივრულ და დადგენილ ვადებში. 

საბაჟო საწყობის მფლობელისა და საბაჟო საწყობის პროცედურის მფლობელის ვალდებულებები:

  1. არ გაუშვან საქონელი საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად
  2. შეასრულობ დაწესებული ვალდებულებები და მოვალეობები
  3. დაიცვან დადგენილი სანებართვო მოთხოვნები.დარ
როგორ და ვადებში ხორცილდება საბაჟო საწყობში განთავსების პროცედურა? 

 

აუცილებელია, რომ ვიცოდეთ ის ვადები, რაშიც ხორციელდება საბაჟო პროცედურა, რათა თავიდან ავიცილოთ ის გართულებები, რაც მოჰყვება ამ ვადების დარღვევას ან გადაცილებას. 

 

საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის შენახვის ვადა 2 წელს არ უნდა აღემატებოდეს.

დეკლარანტმა შეიძლება გააგრძელოს ეს ვადა შეუზღუდავი რაოდენობით, იმ პირობით, რომ თითოეული გაგრძელებული ვადა 2 წელს არ აღემატება. 

 

საბაჟო საწყობის პროცედურა საშუალებას იძლევა, უცხოური საქონელი დასაწყობდეს საბაჟო საწყობში, საბაჟო ორგანოს საწყობში ან შენახვის სხვა ადგილზე, რაც არ იწვევს: 

 

იმპორტის გადასახდელის გადახდის ვალდებულების წარმოშობას;  საქონლის მიმართ ვაჭრობაში დამცავი ღონისძიების გამოყენებას, თუ ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა აკრძალული არ არის.

 

საბაჟო საწყობში, საბაჟო ორგანოს საწყობში ან შენახვის სხვა ადგილზე დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად დაზიანებული ან გაფუჭებული საქონელი საბაჟო პროცედურაში ექცევა იმავე წესით, რომლითაც მოექცეოდა ამ სახით არსებული საქონელი. 

 

საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის შენახვის ვადა 2 წელს არ უნდა აღემატებოდეს.

დეკლარანტმა შეიძლება გააგრძელოს ეს ვადა შეუზღუდავი რაოდენობით, იმ პირობით, რომ თითოეული გაგრძელებული ვადა 2 წელს არ აღემატება. 

 

შეჯამება

 

საბაჟო საწყობი, მისი ვადების და ფაქტორების ცოდნა აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ უშეცდომოდ და წარმატებულად განვახორციელოთ საბაჟო საქმიანობა. 

ეს პროცესი მარტივი ნამდვილად არ არის, თუმცა, გამოცდილება და ცოდნა გაძლევს საშუალებას, რომ ერთი შეხედვით კომპლექსური საკითხი, მარტივად და წინაღობების გარეშე შევასრულოთ. 

დაგვიკავშირდით, GeorgiaCB - ის გამოცდილი გუნდი, დაგეხმარებათ საქმის ხარისხიანად დასრულებაში.





დაგვიკავშირდით