სტატიის გაზიარება
  1. იმპორტის გადასახდელი საქართველოში, მათი განაკვეთები და გადახდის ვადები
  2. რა არის იმპორტის გადასახადელი 
  3. იმპორტის გადასახდელის განაკვეეთები
  4. როდის ხდება იმპორტის გადასახდელი გადახდა?

 

რა არის იმპორტის განაკვეთები, როგორ, ან როდის ხდება მისი გადახდა და ზოგადად, რა არის იმპორტის გადასახდელი?

თითოეულ ამ კითხვაზე პასუხს გაგცემთ დღევანდელ სტატიაში და ვეცდებით, დეტალურად ავხსნათ იმპორტის გადასახდელის არსი. (კითხვებისთვის დაუკავირდით ჩვენს საბაჟო ბროკერს)

 

იმპორტის გადასახდელი საქართველოში, მათი განაკვეთები და გადახდის ვადები

იმპორტის გადასახდელს გააჩნია განაკვეთები,  რაც გულისხმობს შემდეგს:

  • დღგ-ს განაკვეთი იმპორტის თანხის 18%
  • იმპორტის გადასახადის განაკვეთები - 5%, ან 12% ან ფიქსირებული დიფერენცირებული საქონლის სახეობის მიხედვით. 
  • აქციზის გადასახადის განაკვეთები - ფიქსირებული და დიფერენცირებული საქნლის სახეობის მიხედვით;

ტერმინების მნიშვნელობა

 

*დიფერენცირებული - საქონელი ან პროდუქტი, რომელიც ფიზიკური ან სხვა პარამეტრებით სხვა ფირმის მიერ წარმოებული ანალოგიური პროდუქტისგან. 

 

რა ვადებში ხდება გადახდა?

აუცილებელია, რომ თანხის გადახდა მოხდეს არაუგვიანეს 45 კალენდარული დღისა,ხოლო გამარტივებული საბაჟო დეკლარაციისთვის რეგისტრაციის ნომრის მინიჭების თარიღიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა. 

 

სხვა შემთხვევაში საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღის. 

 

რა არის იმპორტის გადასახადელი

ზოგადად, რას ნიშნავს იმპორტის გადასახდელი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?

 

იმპორტის გადასახდელი არის საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული იმპორტის გადასახადი, აქციზი ან დამატებითი ღირებულებების გადასახადი, რომლის გადახდის ვალდებულება საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან დაკავშირებით წარმოიქმნება. 

 

იმპორტის გადასახდელის განაკვეეთები

 

აქციზის გადასახადი

 

რა არის აქციზი? - ეს არის გადასახადი, რომელსაც ფიზიკური პირი უხდის სახელმწიფოს გარკვეული საქონლის ან მომსახურების შეძენისას. აქციზით იბეგრება ადგილობრივად წარმოებული და ასევე იმპორტირებული პროდუქცია. 

 

ვინ იხდის აქციზს?  - ყველა ის პირი, რომელიც საქონლის იმპორტს ახორციელებს საქართველოში ან ახორციელებს აქციზური საქონლის იმპორტს. 

 

აქციზით დაგებგვრის ობიექტებია - აქციზური საქონლის იმპორტი და ექსპორტი. 

 

აქციზით დაბეგვრის ობიექტია ყველაფერი, რამაც შეიძლება ზიანი მოუტანოს ადამიანებს ან გარემოს, ესენია:

  1. ალკოჰოლიანი სასმელი.
  2. თამბაქოს ნაწარმი
  3. თამბაქოს ნედლეულ ან თამბაქოს ნარჩენები
  4. ნავთობპროდუქტები
  5. ბუნებრივი აირი კონდენსატისთვის ან გათხევადებული ბუნებრიცი აირი
  6. ელექტრონული სიგარებიტ სითხისათვის

აქციზური საქონლის იმპორტის თანხა განისაზღვრება იმპორტის გადასახადის ოდენების გაანგარიშების შედეგად. 

საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომეკლატურის კოდში მითითებული საქონლის მიწეოდება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაფასოებულია 50 ან 100 გრამი ნეტო მასის საფუთავბში, გარდა თამბაქოს ნაწარმის დამზადების მიზნით მიწოდების საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში. 

 

საგადასახადო ორგანოები ახორციელებენ დადგენილი წესებით ისეთი საქონლის ჩამორთმევას, რომელიც აქციზური მარკის გარეშე შემოაქვთ. ჩამორთმევის მომენტიდან საქონელი სახელმწიფო საკუთრებად ითვლება და მიის განადგურება ან რეალიზაცია ხორციელდება საქართვლელოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით. 

 

ვინ არის თავისუფალი აქციზისგან?

 

აქციზისგან თავისუფალია მგზავრი, რომელსაც შემოაქვს 200 ღერი სიგარეტი ან 200 ღერი თამბაქოს ნაწარმი, 10 ცალი კაფსულის ან მსგავსი სახის პროდუქტის შემომტანი მგზავრი. 

 

ასევე, აქციზისგან თავისუფალია მგზავრი, რომლსაც ჯამურად შემოაქვს 22% და 22%-ზე მეტი ალკოჰოლის შემცველობის 1 ლიტრი სასმელი, ან 80% ან 80%-ზე მეტი ალკოჰოლის შემცველობის ეთილის სპირტი.რაც შეეხება ლუდს, დასაშვებია 16 ლიტრი ლუდის იმპორტი, რომელიც მგავრს გადააქვს ხელბარგით და არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისთვის. 

 

აქციზის გადასახადისგან თავისუფალია ფიზიკური პირი ავტომობილით, რომლის ავზშიც არის საწვავი და აღნიშნული საწვავი გამოიყენება ძრავის კვებისთვის. 

 

ასევე თავისუფალია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის განკუთვნილი ნივთები, ფარმაცევტული პროდუქციისთვის გამოყენებული ალკოჰოლიანი სასმელი სითხე და სასმლის დასამზადებელი სასმელი, რომელშიც შემცველობა 1.2%-ს არ აღემატება. 

 

დამატებითი ღირებულების გადასახადი(დღგ) 

 

დღგ-ით იბეგრება პირი, რომელიც ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნის და შედეგისა.

 

დღგ-ს დროს იბეგრება იმ საქონლის მოწოდება, რომელიც ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ შემოდის საზღვარზე. 

 

დამატებული ღირებულებისგან გათავისუფლება

 

დღგ-სგან გათავისუფლებულია:

  1. სამკურნალო მიზნებისთვის განკუთვნილი ნედლეულის და სუბსტანციების იმპორტი.
  2. სამეციდინო მიზნებისთვის განკუთვნილი იმპორტი
  3. შშმ პიებისთვიის განკუთვნილი გადაადგილებისთვის აუცილებელი საქონლის იმპორტი.
  4. ჩვილ ბავშვთა კვების ან ჰიგიენის ნაწარმის იმპორტი
  5. დიაბეტური პურის იმპორტი
  6. განძეულობის ან სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ნივთის იმპორტი.ჟურნალ/გაზეთების იმპორტი
  7. ფულისა და ფასიანი ქაღალდის იმპორტი
  8. ელექტროწარმოებისთვის განკუთვნილი (თბოელექტროსადგურებისთვის) ბუნებრივი აირის იმპორტი
  9. აგროქიმიკატების, სასოფლო-სამეურნეო სათესი და სარგავი მასალების იმპორტი
  10. ავზში არსებული საწვავის იმპორტი
  11. საქართველოს ეროვნული ბანკისთვის გადასაცემი ოქროს იმპორტი
  12. ჰუმანიტარული დახმარების მიზნით გადასაცემი საქონლის იმპორტი
  13. დიპლომატიური წარმომადგენლობის ქონების იმპორტი
  14.  შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეული პირის მიერ იმ საქონლის იმპორტი, რომელიც განკუთვნილია აქციზური ან/და არააქციზური საქონლის სავალდებულო ნიშანდების/მარკირების განსახორციელებლად
  15. პირადი მოხმარების საგნებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების იმპორტი, რომლებიც განკუთვნილია ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების
  16. საქონლის (წიგნის) იმპორტი;
  17. ელექტროძრავიანი ავტობუსის (მათ შორის, ელექტროძრავიანი მიკროავტობუსის) იმპორტი

დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, ასევე გათავისუფლებულია საქონლის მიწოდება საქართველოს ფარგლების გარეთ (საქონლის ექსპორტი/რეექსპორტი). ამასთანავე, თუ მგზავრის მიერ საქონელი საქართველოს ფარგლების გარეთ პირადი ბარგით უნდა იქნეს გადატანილი, აღმნიშნული საგადასახადო შეღავათი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მგზავრი არ ცხოვრობს საქართველოში (პასპორტში ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში დაფიქსირებული ადგილი არ არის საქართველო), საქონლის საქართველოდან ტრანსპორტირება ხორციელდება მისი მიწოდებიდან 90 დღის განმავლობაში და საქონლის ფასი, დღგ-ის ჩათვლით, აღემატება 600 ლარს

 

როდის ხდება იმპორტის გადასახდელის გადახდა?

 

იმპორტის გადასახადის ოდენობის გაანგარიშებისას დროებით შენახული საქონლის დასაწყობების სხვადასხვა ხარჯები არ გაითვალისწინება, თუ დეკლარანტი წარადგენს ამ ხარჯის დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტს. 

ასევე, ამ საქონლის დასაწყობებისას დასაშვები ქმედებების განხორციელებისას გამოყენებულ უცხოური საქონლის საბაჟო ღირებულება, რაოდენობა და წარმოშობა გაითვალისწინება იმპორტის გადასასახიდ ოდენობის გაანგარიშებისას. 

თუ საქონლის მიმართ დასაშვები ქმედებების (საქონლის გაუმჯობესებისთვის აუცილებელი ქმედებები ან საქონლის გაყიდვისთვის მოსამზადებელი ქმედებები.) განხორციელების შედეგად, იცვლბა საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო პროცედურაში მოქცეული საქონლის სეს ესნ-ის კოდი. დეკლარანტის მოთხოვნით ამ საქონლისთვის გამოიყენება თავდაპირველი სეს ესნ-ის კოდი. 

 

თუ საბაჟო ვალდებულება წარმოიქმნება შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეულ პროდუქტზე, დეკლარანტის მოთხოვნით, ეს საბაჟო ვალდებულება განისაზღვრება ამ გადამუშავების მომენტში, აღნიშნული საქონლის სეს ესნ-ის კოდის, რაოდენობის, სახეობის და წარმოშობის საფუძველზე. 

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრანებით, რათა თავიდან არ იქნეს არიდებული იმპორტის გადასახადის ოდენობა, დეკლარანტის მოთხოვნის გარეშე გაანგარიშდება ამ მუხლის მესამე და მეორე ნაწილით დადგენილი წესი. 

 

*რა არის სეს და ესნ?

სეს და ესნ საძიებო კოდებია, რომლის საშუალებითად გვაქვს შესაძლებლობა საქონელი მოვიძიოთ ან დასახელებით, ან აღწერით.

 

შეჯამება 

იმპორტის განაკვეთების და მისი არსის ცოდნა აუცილებელია, თუ კი გვინდა საბაჟო პროცედურები მაღალ პროფესიონალურ დონეზე ჩავატაროთ.

იმედი გვაქვს, სტატიაში მოცემული ინფორმაცია დაგეხმარებათ საბაჟო პროცედურის წამატებით განხორციელებაში - პროფესიონალ საბაჟო ბროკერთან ერთად.

 

დაგვიკავშირდით