სანქცირებული ტვირთის სახეები - რისი გაგზავნაა აკრძალული საქართველოდან რუსეთში?

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, ევროკავშირმა და ეკონომიკური სანქციების დაწესების პროცესში მონაწილე სხვა ქვეყნებმა, მიიღეს გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსთან განსაზღვრული საქონლით ვაჭრობაზე შეზღუდვების დაწესების შესახებ. მკაცრი სანქციები დაუწესდათ რუსეთსა და ბელორუსში მოქმედ კომპანიებს და ფიზიკურ პირებსაც. ხსენებული სანქციები შესაძლებელია გავრცელდეს არა მხოლოდ მითითებულ კომპანიებზე, არამედ სხვა (მათ შორის, საქართველოში რეგისტრირებულ) პირებზეც, თუ ისინი გააფორმებენ კონტრაქტს, ან შეასრულებენ გარიგებას სპეციალური სანქციების სიაში მითითებულ კომპანიებთან, ან მიაწოდებენ განსაზღვრულ საქონელს რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსში. 

 

ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ განსაზღვრულ სიაში, აგრეთვე ნებისმიერი საბაჟო ოპერაცია (მათ შორის, ექსპორტი და რეექსპორტი), რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს სანქცირებული ფიზიკური პირების ან კომპანიების ჩართულობით, ექვემდებარება განსაკუთრებულ საბაჟო კონტროლს, რათა არ მოხდეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გამოყენება სანქცირებული ტვირთების გატარების დერეფნად.

 

 22 სექტემბერი 2023 N 21-10/74934 აშშ და მისი მოკავშირეები გეგმავენ დაწესებული სანქციების გაგრძელებას, მანამ, სანამ რეგიონში სიტუაცია არ დასტაბილურდება. მიმდინარე ეტაპზე არსებული გამოწვევების ფონზე, საკმაოდ რთულად პროგნოზირებადია, თუ რა სახის შეზღუდვების ან რეაგირების ზომების დანერგვის საჭიროება დადგება თუნდაც უახლოეს პერიოდში. გაცნობებთ რომ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით ბელარუსის მონაწილეობის გამო, ბელარუსის წინააღმდეგ ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, კანადის და აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიუროს მიერ სანქცირებული საქონლის, პირებისა და კომპანიების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საერთაშორისო სავაჭრო შეთანხმებების გაფორმებისას, მხედველობაში მისაღებია ქვემოთ მითითებულ ბმულებზე მოცემული ინფორმაცია: საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 ივნისის № 394 დადგენილებით დამტკიცებული სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის, ტექნოლოგიების და პროგრამული უზრუნველყოფის ნუსხები, რომლის ექსპორტი, იმპორტი, ტრანზიტი და რომელთან დაკავშირებული საბროკერო მომსახურება და ტექნიკური დახმარება ექვემდებარება სანებართვო კონტროლს, გამოქვეყნებულია ბმულზე: 

 

სრული სია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების

 

აღნიშნულ ნუსხის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურასთან (სეს ესნ) კორელაციის ნუსხა, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის №292 ბრძანებით, გამოქვეყნებულია ბმულზე

Link - უკრაინაში რუსეთის ფედერაციის საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული სანქციების ქვეშ მოქცეული პირების და საქონლის ჩამონათვალი, სასაქონლო კოდების მითითებით, მოცემულია ევროპის საბჭოს 2014 წლის 31 ივლისის (EU) No 833/2014 რეგულაციის (COUNCIL REGULATION (EU) No 833/2014 of 31 July 2014 , concerning restrictive measures in view of Russia's actions destabilising the situation in Ukraine) კონსოლიდირებული ვერსიის დანართებში ბმულზე: 

Link და ევროკავშირის მიერ რუსეთზე დაწესებული სანქციების ქვეშ მოხვედრილი პირების ჩამონათვალი განთავსებულია ბმულზე: 

Link - ევროკავშირის მიერ ბელარუსზე დაწესებული სანქციების ქვეშ მოხვედრილი პირების და საქონლის ჩამონათვალი, სასაქონლო კოდების მითითებით, განთავსებულია ბმულზე: 

Link - დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთზე დაწესებული სანქციების ქვეშ მოხვედრილი პირების და საქონლის ჩამონათვალი, სასაქონლო კოდების მითითებით, განთავსებულია ბმულზე: 

Link - დიდი ბრიტანეთის მიერ ბელარუსზე დაწესებული სანქციების ქვეშ მოხვედრილი პირების და საქონლის ჩამონათვალი, სასაქონლო კოდების მითითებით, განთავსებულია ბმულზე: 

Link - კანადის მიერ რუსეთზე დაწესებული სანქციების ქვეშ მოხვედრილი პირების და საქონლის ჩამონათვალი, სასაქონლო კოდების მითითებით, განთავსებულია ბმულზე: 

Link - კანადის მიერ ბელარუსზე დაწესებული სანქციების ქვეშ მოხვედრილი პირების და საქონლის ჩამონათვალი, სასაქონლო კოდების მითითებით, განთავსებულია ბმულზე: 

Link - ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რუსეთის ფედერაციაზე და ბელარუსზე დაწესებული სანქციების ქვეშ მოქცეული საქონლის და ამ საქონლისთვის განსაზღვრული სასაქონლო კოდების შესახებ ინფორმაცია მოცემულია ბმულზე: 

Link - აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაში და ბელარუსში სამხედრო მიზნით გამოყენებისთვის და სამხედრო საბოლოო მომხმარებლის დანიშნულებით ზოგიერთი საქონლის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვების, შეზღუდვების და შეზღუდული საქონლის შესახებ გამოქვეყნებულია ბმულზე: 

Link - ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული იურიდიული და ფიზიკური პირების შესახებ იხილეთ ბულებზე: Link  Link ამასთან, ევროკავშირის ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხა, რომლის ექსპორტი რუსეთის ფედერაციაში აკრძალულია, გამოქვეყნებულია ბმულზე: Link 

აშშ-ს ექსპორტის კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ნუსხა, რომლის რუსეთის ფედერაციაში ექსპორტი აკრძალულია, გამოქვეყნებულია ბმულზე: Link



დაგვიკავშირდით

სოც.ქსელები

ტელეფონი

ელფოსტა

მისამართი

11 Tengiz Chantladze St, Tbilisi
Google Review Widget